მსოფლიო შეძრა მორიგმა „გამოაშკარავებამ“. ამერიკულ საიტებზე გამოჩნდა გამაოგნებელი ინფორმაცია, თუ რისგან მზადდება სინამდვილეში ჟელატინი, რომელიც არის შამპუნებში, კოსმეტიკაში, სახის ნიღბებში და რაც ყველაზე მთავარია - ბავშვების კანფეტებსა და ვიტამინების კაფსულებში.
ჟელატინის დამზადების საიდუმლო გაშიფრეს - მას სინამვილეში ამზადებენ ცხოველის ტყავის, მყესების და ძვლების ნახარშისგან, ჩვეულებრივ - მკვდარი ძროხებისა და ღორების, და ამას უმატებენ წყალს. საეჭვოა, ამის მერე ვინმეს კიდევ მოუნდეს ჟელატინთან გაკარება.