რუს გოგონებს ფოსტით ყიდიან - 10 ქვეყანა, საიდანაც პატარძლების გამოწერა შეგიძლიათ

თავს მარტო გრძნობთ? გეჩვენებათ, რომ თქვენს ქვეყანაში ისეთი ქალი არ არის, რომელთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება გსურთ? - მაშინ შეგიძლიათ იშოპინგოთ და პატარძალი ინტერნეტით გამოიწეროთ.

მარტოხელა უცოლშვილო მამაკაცები, განსაკუთრებით კი შუახნის, საცოლეებს სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტით ეძებენ. ბრიტანული გამოცემა Daily Mail რუსეთსა და უკრაინაში არსებული სააგენტოებით დაინტერესდა, სადაც გოგონებს ფოსტით ყიდიან.
რუსებსა და უკრაინელებს ბრიტანელებსა და ამერიკელებზე სარფიანად გათხოვების იდეა ხიბლავთ. ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნის მამაკაცებს უმართლებთ. მამაკაცები 1 500-დან 3 000 გირვანქა სტერლინგამდე იხდიან და ამ ქვეყნებს სტუმრობენ. ტურის მიზანია, მამაკაცებს

ფულის სანაცვლოდ გააცნონ რაც შეიძლება მეტი ქალი. "სასიყვარულო ტური" (Romance Tour) ტარდება უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვოლგოგრადში, ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებში. როგორც წესი, ამ ბიზნესით ასაკოვანი, მდიდარი, ან შეძლებული უცხოელები ინტერესდებიან. ხშირად კაცები გოგონებზე ორჯერ უფროსები არიან. კაცს 150-250-მდე ქალს აცნობენ. ყველა მათგანს თან ახლავს თარჯიმანი.

რეიტინგის უდავო ლიდერი რუსეთია. ქვეყანაში 500-ზე მეტი საიტია, სადაც პატარძლებს მეილით უკვეთენ - ამ ბიზნესში 60 000 რუსი გოგონაა ჩართული. ქვეყნების ნუსხა კი, სადაც ეს ბიზნესი განვითარებულია, ასე გამოიყურება:

1. რუსეთი

2. ფილიპინები

3. კოლუმბია

4. დომინიკელთა რესპუბლიკა

5. უკრაინა

6. ტაილანდი

7. ინდოეთი

8. ჩინეთი

9. ბრაზილია

10. ვიეტნამი


მომზადებულია Toptenz-ის მიხედვით.