33 რჩევა, რომელიც ყოველდღე უნდა გახსოვდეთ


1. ენერგიის აღსადგენად: 1 ცალი ფორთოხალი, 1/4 გრეიპფრუტი, 1/4 ლიმონი (კანიანად) მიირთვით დაძაბული სამუშაო დღის ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ. 

2. გაციების დროს: 1 დიდი ფორთოხალი, 1/2 ლიმონი (კანიანად), 1/4 ჭიქა მინერალური წყალი. 

3. წონის დასაკლებად: 1/2 ვარდისფერგულიანი გრეიპფრუტი, 2 ცალი ვაშლი. 

4. სისხლის დასაწმენდად: 3 ტკბილი ვაშლი, 8 ცალი მარწყვი. არომატული და ხასხასა ფერის წვენი გემრიელი და სასარგებლო დასალევია. 


5. სახის კანის გასაუმჯობესებლად: 8 ცალი მარწყვი, 2 მტევანი შავი ყურძენი.

6. ჯანმრთელობისთვის: 1 ცალი ხურმა, ანანასის 1 რგოლი, 1 ცალი მსხალი. 

7. იმუნიტეტის ასამაღლებლად: 3 ცალი სტაფილო, თითო კონა ნიახური და ოხრახუში, 1 ცალი ვაშლი, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით და გაღვივებული ხორბალი. 

8. ნერვული სისტემის აღსადგენად: 1/2 პომიდორი, 100 გრამი კომბოსტო, 2 კონა ნიახური. 

9. კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: 6 ცალი სტაფილო, 1/2 მწვანე წიწაკა. განსაკუთრებით სასარგებლოა გარდატეხის ასაკის პერიოდში. 

10. სისხლის რკინით გასამდიდრებლად: 6 ცალი სტაფილო, ნედლი ისპანახის 6 ფოთოლი, 4 ცალი სალათის ფურცელი, 1/4 თალგამი, ოხრახუშის 4 ღერი. 

11. წიდებისგან გასათავისუფლებლად: თუ ხორცის მოყვარული ბრძანდებით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. 2-3 ცალი სტაფილო, 1/2 კიტრი, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით.

12. კუჭის უკეთესი მუშაობისთვის: 1/2 პომიდორი, 100 გრამი კომბოსტო, 2 კონა ნიახური. 

13. ძვლების გასამაგრებლად: 5-6 ცალი სტაფილო, კომბოსტოს 4 საშუალო ზომის ფოთოლი, ოხრახუშის 4 ღერი, 1/2 ვაშლი (სასარგებლოა ბავშვებისთვისაც) 

14. ფრჩხილების გასამაგრებლად: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ძირთეთრა. 

15. ძილის გასაუმჯობესებლად: 5 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში, რამდენიმე ღერი ნიახური. 

16. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით. 

17. ენერგიის მოსანიჭებელი სასმელი: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით, 3 კონა ოხრახუში. 

18. გადაღლილი თვალების სამკურნალოდ: 6 ცალი სტაფილო, 30 გრამი ჭარხალი თავისი ფოთლებით, 2 ცალი ვაშლი. 

19. მუცელში დისკომფორტის მოსახსნელად: 120 გრამი ცერეცო, 30 გრამი ჭარხალი თავის ფოთლებით, 2 ცალი ვაშლი. 

20. ჯანმრთელობისთვის: 1 ცალი უმი კარტოფილი, 5 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 1 კონა ოხრახუში. 

21. სასარგებლო სამეული: 5 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 1 კონა ოხრახუში. 

22. გარეგნობის გასაუმჯობესებელი, ენერგიის მომცემი სასმელი: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ჭარხალი ფოთლებიანად, 3 კონა ოხრახუში. 

23. ფილტვების წიდებისგან გასასუფთავებლად: 5 ცალი სტაფილო, ოხრახუშის 4 ღერი, 1 ცალი კარტოფილი, სალათის ფურცლის 4 ფოთოლი. 

24. იმუნიტეტის გასაძლიერებლად: 6 ცალი სტაფილო, თითო კონა ნიახური და ოხრახუში, 4 საშუალო ზომის ნივრის კბილი. 

25. ფრჩხილების გასაძლიერებლად: 1 საშუალო ზომის კიტრი, 4 ცალი სტაფილო, კომბოსტოს 3 ფოთოლი, 1 ცალი მწვანე წიწაკა. 

26. სახის კანის გასაუმჯობესებლად: 5 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, ჯანჯაფილი (დაფქული - ნახევარი ჩაის კოვზი, ნედლი, გახეხილი - 1 ჩაის კოვზი). 

27. კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად: 4 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, სალათის 5 ფურცელი, 60 გრამი ბრიუსელის კომბოსტო. 

28. ტონუსის მოსამატებლად: 6 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში. 

29. ნერვული სისტემისთვის: ანანასის 2 რგოლი, ნიახურის ერთი პატარა კონა. 

30. ჯანმრთელობისთვის: 5 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი ჭარხალი თავისი ფოთლებით. 

31. გაციების საწინააღმდეგოდ: 5 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, ჯანჯაფილი (დაფქული - ნახევარი ჩაის კოვზი, ნედლი, გახეხილი - 1 ჩაის კოვზი). 

32. სახის კანის გასაწმენდად: 6 ცალი სტაფილო, 3 ცალი მწვანე წიწაკა, კომბოსტოს 2-3 ფოთოლი, ამდენივე ისპანახი და საშუალო ზომის თალგამი თავისივე ფოთლებით. 

33. ორგანიზმის გასაკაჟებლად: ანანასის ორი რგოლი, 3 ცალი ბოლოკი, 1 ჩაის კოვზი ნედლი, დაქუცმაცებული ვირისტერფა. 

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათა, სმუსი, დააბლენდეროთ ან ისე მიირთვათ. ერთჯერადი მიღება დიდ შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ მიირთვით პერიოდულად. 

ჯანმრთელობას გისურვებთ!