"ამბობს, მძინარეს ხის ნაჭერი ჩავცხე თავშიო... ძალიან ნაკითხი და განათლებული ბიჭია"
"ბეჟანს თავი შუაზე ჰქონდა გადახლეჩილი. როგორც ჩანს, დაუნდობლად ურტყამდა."
29 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში, 43 წლის ავთანდილ არჯევნიშვილმა მამა, ბეჟან არჯევნიშვილი სადისტურად მოკლა. 66 წლის მამაკაცს ეძინა, როცა ფანჯრიდან მთვრალი გადაიპარა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. იმ ღამეს ხმაური არც ერთ მეზობელს არ გაუგია.
გივი ცანგაშვილი, მეზობელი:
- ბეჟანი წესიერი კაცი იყო, ყველას უყვარდა. ავთანდილი კი სიმთვრალეში არანორმალური ხდებოდა. იმ დღეს სოფელში შუქი ჩაქრა. გვიან ღამით ჰყავს მამა მოკლული. ახლა ამბობს, მძინარეს ხის ნაჭერი ჩავცხე თავშიო. არადა, დილით მოვიდა ჩემს მეუღლესთან, - წუხელ ვიღაცამ მამა მომიკლაო. უნდოდა მკვლელობა სხვისთვის დაებრალებინა. პოლიციამ წაიყვანა დასაკითხად და იმავე დღეს აღიარა დანაშაული... ოთახში საშინელი სურათი დამხვდა, ბეჟანს თავი შუაზე ჰქონდა გადახლეჩილი. როგორც ჩანს, დაუნდობლად ურტყამდა. ბავშვობაშიც ავადმყოფობდა და მშობლებს სულ სამკურნალოდ დაჰყავდათ. ძალიან ნაკითხი და განათლებული ბიჭია, მაგრამ ეს საშინელება დაატრიალა...
სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.