„პირველ რადიოს“ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფმა კომისიის წევრმა მიაწოდა საარჩევნო ბიულეტენები, რომლებზეც ენაკვიმატმა ამომრჩევლებმა მინაწერები გააკეთეს.
საარჩევნო ბიულეტენზე ყველა კანდიდატი გადახაზა და ასეთი მინაწერი გააკეთა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა: „ხმას ვაძლევ მამაჩემს ჩემი გაკეთებიზა“ .
მეორემ არჩევანი მესამე ნომრის სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა ბიულეტენი მაინც „გააფუჭა“: „გუშინ იმდენი ლუდი დავლიე, დღეს უნიტაზს თითი დავაჭირე, ქაფი რომ არ გადმოსულიყო :) გაიღიმეთ“.