ივანიშვილი მაღალ პრემიებზე: ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა და არც ვმალავდი ამას (ვიდეო)

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დარიგებული მაღალი პრემიები იყო – ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, ახლა, როცა პოლიტიკიდან წახვედით, ალბათ, სხვა თვალით უყურებთ მოვლენებს. რას გვეტყვით, თქვენი აზრით, რა არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა?

- მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი რაოდენობით დარიგებული პრემიები. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა და არც ვმალავდი ამას. სადაც შეიძლებოდა, ყველგან განვაცხადე და ყველას დავურეკე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია.
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის – დარბაისელის და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ რას გვეტყვით?
- ეს არის დიდი შეცდომა, რაც უკვე გითხარით და მიმაჩნია, რომ ასეთი რამ დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს, – განაცხადა ივანიშვილმა.