საბურთალოს მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მისი განცხადებით, არჩევნები ნორმალურ პიობებში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
„ წინასაარჩევნო გარემო იდეალური იყო, ერთადერთი სასაცილო ამბავი მოხდა, ჩემს პლაკატს გადააკრეს „ქართული ოცნებიდან" ჩემი კონკურენტის პლაკატი, რაზეც პროტესტი გამოვხატე. მაშინვე მოვიდა „ქართული ოცნების" შტაბის უფროსი, მოიხადეს ბოდიში და აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. სხვა ინციდენტი არ ყოფილა და ტყუილებს ვერ მოვიგონებ.
არჩევნების პროცესიც ნორმალურად ჩატარდა . რამდენიმე მცირე ხარვეზი იყო, ისეც არ ყოფილა, რომ ხელები ჩამოუშვეს. ძალიან მონდომებულები იყვნენ, უნდოდათ მათ კანდიდატს გაემარჯვა და ძალ-ღონე არ დაუზოგავთ ამისთვის, მაგრამ გაყალბება არ უკადრიათ. ძალიან დამწუხრებულები იყვნენ, რომ დამარცხდნენ. იმიტომ არ ვამბობ რომ გავიმარჯვე, გაყალბება მართლა არ ყოფილა და რაც არ ყოფილა ვერ მოვიგონებ."- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.