,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მეორე ტური გარდაუვალია. ინფორმაცია არ ეფუძნება ეგზიტპოლებს, ეს არის წინასწარი მონაცემები, რომელიც მმართველ პარტიაში უკვე გააჩნიათ.
გაყალბების გამორიცხვის შემთხვევაში, ნარმანია 44%-საც ვერ იღებს, ხოლო მელიამ შესაძლოა 30%-მდე დააგროვოს.
ისტორიაში, პირველად საქართველო მეორე ტურის მოლოდინშია. ამომრჩევლის გადაწყვეტილება ასეთია, თუკი ხელისუფლების პოლიტიკური ნება იარსებებს.