დალევა, გართობა, ახალი ნაცნობები, სექსუალური თავგადასავლები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ზაფხულს თან ახლავს. Ambebi.ge ცნობილი ქართველი ბიჭების სექსუალური საზაფხულო თავგადასავლებით დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა ამ თემაზე საუბრისგან საერთოდ თავი შეიკავა, ზოგმა კი ოჯახის გამო აღარ გაიხსენა საზაფხულო თავგადასავლები.
ზუზუ ბეჟაშვილი (მსახიობი):
- უცნაურია, მაგრამ მიყვარს მარტო დასვენება. თურქეთშიც კი წავსულვარ მარტო. როცა მარტო ხარ, ბუნებრივია, უფრო მეტი თავგადასავალი ხდება.
- გოგონების ყურადღებას ალბათ, არ უჩივი?
- არ მინდა საკუთარ თავზე საუბარი. ნამდვილად არ ვუჩივი გოგონების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ. ქართველები ან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას აკეთებენ, ან პირიქით. ჩვენთან რა კომპლექსებით ცხოვრობენ არ ვიცი, მაგრამ საქართველოშიც არიან გოგონები, რომელმაც ჯანმრთელი სექსიც, ჭამაც, გამოხედვაც და ყველაფერი ნორმალური იცის. მე მეზარება ნაბიჯების გადადგმა. არის შემთხვევები, როცა შეხედავ თუ არა გოგოს, ეგრევე მიხვდები "ტკაპაან.." და ეს ძალიან კარგია. ზაფხულს მოაქვს ესეთი "პრელესტები".
- ერთი ღამის ურთიერთობა ხშირად გქონია?
- კი, რატომაც არა. პირიქით, ხანდახან ყველაზე კარგია. უცხოეთი ამ მხრივ უკეთესია, იქ ჯანმრთელობისთვის უნდათ სექსი. არასდროს ვეწევი ნარკოტიკის პროპაგანდას, მაგრამ იქ დისკოტეკაზე რომ შედიხარ, გადაყლაპავ ექსტაზს, ან რაღაცას მოწევ და ერთ აბს მოჰყვება კარგი ხასიათი, სხვანაირი ფერები, სექსსაც სხვანაირად ხედავ.
- საქართველოში თავს იკავებ მოსაწევისგან და ექსტაზისგან დიდი ჯარიმების გამო?
- საქართველოში არც ვფიქრობ ამაზე. დამღალა ვიღაცა 20 ბოთლი არყის დალევის უფლებას რომ მაძლევს და თითს მიქნევს, ექსტაზი არ გადავყლაპოო. ვერ მივხვდი რა მიდგომაა ამ მხრივ, თორემ სექსის ნაკლებობას არავინ განიცდის, არც ჩაცმული და არც გახდილი. საქართველოში ვერ მივხვდი, სად უნდა შევიძინო და ეს ძალიან კარგია.
- საზაფხულო რომანი სიყვარულში გადაზრდილა?
- თეა გობეჯიშვილმა დადგა თურქეთში "ჩიკაგო" და მე, როგორც არტისტი წამიყვანა. იყო რომანები, რა თქმა უნდა. ერთი გოგო იყო, სახელად ჯემილი, რომელიც თბილისშიც ჩამოვიდა, დედაჩემს ხელზე ემთხვია და გააგიჟა. იყო საუბარი, სარწმუნებას შევიცვლი და ცოლად გამოგყვებიო, მაგრამ მე ჯემილის ვერ გავუძელი და 4 თვეში დავშორდით.
ლევან ჯიბღაშვილი
- დასასვენებლად გოგოსთან ერთად არასდროს მივდივარ. მე არ მყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც წავალ დასასვენებლად საქართველოში, ან ევროპაში. ძირითადად "პა ფაქტუმ" ვმოქმედებ.
- შეგიძლია ერთი ისტორია გაიხსენო?
- გავიხსენო? რომანტიკულ და სექსუალურ ისტორიებს ხო არ გავიხსენებ? (იცინის). მოსულან და უთქვამთ ხოლმე სათქმელი. სასიამოვნოა ქალის ყურადღება, ყველანაირად მნიშვნელოვანია თაყვანისმცემლების ყურადღება.
- სექსს გთავაზობენ გოგონები?
- (იცინის) ნარდის თამაშს არ მთავაზობენ.
- ყველას თანხმდები?
- არა, როგორ გეკადრებათ (იცინის). არ მინდა ამ ისტორიების დაკონკრეტება.
ზურა ხაჩიძე
- ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად ვატარებ საზაფხულო ვოიაჟებს. განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. როცა ჯგუფი გვქონდა, ბევრ გასტროლზე დავდიოდით რეგიონებში და უამრავი სანტერესო ამბავი მომხდარა. საინტერესოდ ვატარებდით დროს.
- ცნობილია, რომ თქვენს მოსახიბლად გოგონები ყველა ხერხს მიმართავდნენ, გაიხსენე რომელიმე...
- თინეიჯერების საყვარელი ჯგუფი ვიყავით, ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, სასტუმროს ნომერში მივარდებოდნენ გოგონები და ბევრი საინტერესო
რაღაც ხდებოდა. არასდროს არ გამომიძახებია დაცვა გოგონების მოსარიდებლად. არასასიამოვნო გამოხდომაც მინახავს ფანებისგან, მაგრამ სიყვარულით და გულწრფელად აკეთებდნენ ამას. ბევრჯერ შეიძლება არ მოგეწონოს ეს, მაგრამ რას იზამ. დაქორწინებული ვარ ახლა და რთულია იმ ისტორიების გახსენება. დაოჯახების შემდეგ გამოკვეთილი ისტორია არ მახსოვს. თუ გხედავენ, ცოლთან ერთად ხარ, ანგარიშს გიწევენ. ვერაფერს ვიხსენებ, მომიტევეთ, დაოჯახებული კაცი ვარ.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge