საუკეთესო ტელეფეხები საქართველოში!..

ქართულ ტელევიზიებში ლამაზი ქალბატონების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით, ტელეწამყვანებს შორის ხშირად შეხვდებით მოდელებსა და მომღერლებს, ან უბრალოდ, ქალთა სქესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ თავს უვლიან და სატელევიზიოდ ყოველთვის ფორმაში არიან, თუმცა დღეს მათ ერთი ნიშნით გამოვარჩევთ - წარმოგიდგენთ საუკეთესო ტელეფეხების ათეულს.

ნინო ხოშტარია
ნინო ხოშტარიას, რომელსაც ამჟამად ''შუა დღე'' მიჰყავს, მაგრამ ''რუსთავი 2''-ის ერთ-ერთ ძველ სახედ მიიჩნევა, ხშირად აკრიტიკებდნენ ზედმეტი სიგამხდრის გამო. დღეს ეკრანზე ბევრად მომხიბვლელად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როდესაც ''ჯეობარი'' ან ''ყველაზე ჭკვიანი'' მიჰყავდა, როგორც ჩანს, წონაში ცოტა მოიმატა, ახლა უფრო უხდება კაბები და ქვედაბოლოები, რომლებშიც კარგად ჩანს მისი გრძელი ფეხები.

ქრისტინე იმედაძე

მართალია, ქრისტინე მომღერალია, მაგრამ მცირე ხნის წინ წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ ''რუსთავი 2''-ზე, სადაც სიამოვნებით უკეთებს ხოლმე დემონსტრირებას საკუთარ ფეხებს. ის არაერთ რეკლამაშიც გვიხილავს, ასევე ცეკვების პროექტშიც, თავის კლიპებშიც, რა თქმა უნდა, ხაზგასმულია მისი სხეულის ესა თუ ის ნაწილი, გამორჩეულად კი – ფეხები, რაც ნამდვილად ძალიან კარგი აქვს.

Rating

თამარა ჩერგოლეიშვილითამარა ჩერგოლეიშვილი გემოვნებიანი ჩამცმელია, უყვარს საინტერესო ვარცხნილობებით ეთერში გამოჩენა და გვახსოვს მისი დებატებში მონაწილეობაც ''მაესტროზე'' ჯერ კიდევ თეა სიჭინავას ''არგუმენტებში'', როდესაც სრულიად სერიოზულ თემაზე რომელიღაც ცნობილი ბრენდის მოკლე კაბაში გამოწყობილი ლაპარაკობდა და აჟურული კოლჰოტებით იწონებდა თავს. აშკარა იყო, რომ მაყურებელი უფრო მეტად მის ფეხებს უყურებდა, ვიდრე იმას, რისი თქმა უნდოდა მოდებატე ქალბატონს.

Rating

ეკა ხოფერიაეკა ხოფერია იმ ტელესახეებს შორის, რომლებსაც ათეულში წარმოგიდგენთ, ყველაზე სტაჟიანია. შეიძლება ითქვას, რომ მის წარმატებაში ლომის წილი არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მის გარეგნობას მხარეს. გადაცემების წაყვანისას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მას ძირითადად კაბები აცვია, ადრე, როცა პოლიტიკური გადაცემები მიჰყავდა, ქვედაბოლოებსა და პიჯაკებში იყო გამოწყობილი, ხშირად ეცვა შარვალი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფორმაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ფოტოსესიებშიც ფოტოგრაფები ხშირად უსვამენ ხაზს მის ლამაზ ფეხებს. 
მას შემდეგ, რაც ექიმ მიშა ხუჯაძის მეუღლე გახდა და ორი შვილი გააჩინა, ფორმაში ჩადგომას საკმაო დრო დასჭირდა, თუმცა ეკა ახლა უკვე მშვენივრად გამოიყურება. ამის მიუხედავად, ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში განაცხადა, რომ რამდენიმე კილო კიდევ აქვს მოსაკლები...

Rating

ნატალია ტყეშელაშვილი''პალიტრა TV''-ს მაყურებელი მცირე ხანია, ამ არხის ეთერში შესცქერის სამ წამყვანს, რომლე-ბიც ცხოვრებისეულ თემებზე საუბრობენ - გია ჯაჯანიძეს, მაკა შალიკაშვილსა და ახალ სახეს, ნატალია ტყეშელაშვილს. ნატალიასთვის კამერების წინ დგომა სიახლეა, თუმცა წლები ამ სფეროში გაატარა, ოღონდ სარეკლამო კუთხით. ნატალია თავის ჩაცმულობაში ხშირად უსვამს ხაზს თავისი გარეგნობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ''ელემენტს'', ლამაზ ფეხებს და ეს მაყურებელ-საც არაერთხელ აღუნიშნავს. ინტერნეტსივრცეშიც ნატალიას ამ ''ღირსებას'' ხშირად დადებითად ეხმაურებიან.

Rating

რუსკა მაყაშვილირუსკა მაყაშვილმა პოპულარობა ერთ-ერთი ბანკის სარეკლამო რგოლში მონაწილეობით მოიხვეჭა, სადაც რეჟისორმა და კოსტიუმის ავტორმა აშკარად გაუსვეს ხაზი მის გრძელ ფეხებს. ეს რეკლამა რუსკას სავიზიტო ბარათი გახდა, მიუხედავად მისი როლებისა სერიალებში, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' პირველი ადგილის მოპოვებისა თუ ტელეპროექტების წაყვანისა. ახლაც, ''ჯიდიესის'' პროექტის ''ერთი ერთში'' წაყვანისას რუსკას ჩაცმულობა ყოველთვის მორგებულია მისი სხეულის ყველაზე ლამაზ ნაწილზე, გრძელ ფეხებზე...

Rating

ნინო თოლორდავა''მაესტროს'' სახე ნინო თოლორდავამ, რომელსაც საინფორმაციო გადაცემა მიჰყავს, ჯერ კიდევ ''პირველ არხზე'' მუშაობისას მოხიბლა მაყურებელი, თუმცა ის, რომ ტელეჟურნალისტს კარგი აღნაგობა აქვს, მხოლოდ ''არგუმენტების'' ანონსში დავინახეთ, როდესაც კარგად გამოჩნდა მისი ლამაზი ფეხები.

Rating

ნანუკა გოგიჩაიშვილინანუკას უდავოდ საუკეთესო ფეხები აქვს არა მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში, არამედ ზოგადად, საქართველოში ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული გოგონაა. საუკეთესო აღნაგობას საკმაოდ ჭკვიანურად იყენებს, მხოლოდ მოდელობას არ დასჯერდა და ტელეწამყვანობასაც მიჰყო ხელი, რაც წარმატებით გამოუვიდა. 

Rating

თამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე საბერძნეთში ცნობილი სახეა, მაგრამ საქართველოში მასზე ცოტამ თუ იცოდა რაიმე მის შესახებ, სანამ ''X ფაქტორის'' ჟიურიში არ მოიწვიეს. მხოლოდ ახლა იგებს ფართო მაყურებელი, რომ თამთას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს საბერძნეთში და თავის კლიპებში, პერფორმანსებში არ ერიდება სხეულის სხვადასხვა ნაწილის ცალ-ცალკე ან ერთად წარმოჩენას, განსაკუთრებით ფეხების, რომლებიც აშკარად ''მადის აღმძვრელად'' გამოიყურება.

Rating

თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''