ინგა გრიგოლია: „მიშასგან ასეთ სერიოზულ დონეზე გაბრაზებები და წყენები უცნაურია“

მსახიობ მიშა მესხის განცხადებას „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების თაობაზე ჟიურიდან მაშინვე ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და იქვე სცენაზე „ლაივში“ ბლიც-გამოკითხვა ჩაატარა, თუმცა შედეგით გაცხარებულ მესხს მისთვის ამომწურავი პასუხი არ გაუცია.


„მეც ასე პირდაპირ ეთერში გავიგე ეს ამბავი, როცა მიშა აუთსაიდერებში მოხვდა. ნაწყენია, მაგრამ ძალიან მიკვირს. ასეთ სერიოზულ დონეზე გაბრაზებები და წყენები ასეთ შოუებში ცოტა უცნაურია.

მითუმეტეს ხელოვნურად მას არავინ ერჩოდა და ჟიური ძალიან კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ.

„სიაფანდ“ შედეგებში, ალბათ ხალხის მიერ შემოსულ ესემესებს გულისხმობდა.  ჩემთვის ცოტა გამაოგნებელია უცბად ასეთი განცხადების მოსმენა სცენაზე, მაგრამ ნუ, მისი გადასაწყვეტი იყო. რატომ არ უნდა ყოფილიყო კმაყოფილი?

ჟიურიმ ვეტოს უფლება ხომ სწორედ მასზე გამოიყენა წინა ტურში,“ - აცხადებს ინგა გრიგოლია