იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორი ემოციური კავშირი გაქვთ თქვენს პარტნიორთან, დააკვირდით, რომელ პოზაში გძინავთ ერთად.
1. "კოვზი"
ეს წყვილებში ყველაზე გავრცელებული ძილის პოზაა, განსაკუთრებით ქორწინებიდან პირველ 3-5 თვეში. ამ დროს როგორც წესი, სწორედ მამაკაცია მოხვეული საყვარელ ქალზე. როცა ადამიანებს ასეთ პოზაში სძინავთ, ისინი მაქსიმალურად ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
მაგრამ როცა პირიქით, ქალია საყვარელ მამაკაცზე მოხვეული, ეს ნიშნავს, რომ ამ წყვილში ლიდერი ქალია. ან მეორე – შესაძლოა, იმ მომენტში მამაკაცს ესაჭიროება განსაკუთრებული თანადგომა და სითბო.
წყვილთა უმეტესობა ღამის დიდი ნაწილი ინარჩუნებს ძილის ამ პოზას და როცა ერთი პარტნიორი გადაბრუნდება, მეორეც მას მიჰყვება, ისე, რომ არ დაირღვეს "კოვზის" პოზა.
ზოგიერთ წყვილს 7-10 წლის შემდეგაც ასეთ, ახალდაქორწინებულთა პოზაში სძინავს.
2. "თაფლობის თვის ჩახუტება"
ძილის ეს პოზა უფრო იშვიათია, ვიდრე წინა - "კოვზი". ალბათ იმიტომაც, რომ ამ მდგომარეობის შენარჩუნება მთელი ღამის განმავლობაში ცოტა რთულია.
ეს პოზა იმაზე მეტყველებს, რომ მამაკაცსა და ქალს ქვეცნობიერად სურთ, იყვნენ ერთი მთლიაონობა. ბევრი წყვილი რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც უბრუნდება ძილის ამ პოზას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ ურთიერთობაში ახალი ეტაპი, ან განახლება იწყება.
ასეთ წყვილთა ურთიერთობა მყარია და ისინი ისე არიან ერთმანეთზე მიჯაჭვულები, რომ ძილშიც ერთ სულ და ხორც არიან.
3. "კრამიტი"
ერთ-ერთ პარტნიორს (უფრო მამაკაცს) ზურგზე, ასე ვთქვათ, "მეფურ" პოზაში სძინავს, რაც მის სიძლიერესა და ძალაუფლებაზე მეტყველებს. ქალიც ზურგზე წევს, თუმცა თავი მეუღლის მხარზე უდევს. ისე, თითქოს მოკალათებული იყოს ქმრის პოზის ქვეშ და ქვეყანას "მისი თვალებით" უმზერდეს. ასე ქალი თავს საიმედოდ და დაცულად გრძნობს.
4. "აკვანი"
ეს "კრამიტის" უფრო მჭიდრო და ინტიმური ვერსიაა, როდესაც თქვენ არა მხოლოდ მეუღლის მხარს ეხებით, არამედ მოხვეულიც ხართ მასზე.
ასეთი ძილის დროს ქვეცნობიერად თქვენ მეტად დაცულად და იმედიანად გრძნობთ თავს.
ეს პოზა წყვილებში ხშირად მაშინ ჩნდება, როცა მათ ურთიერთობაში კრიზისია, ან რაიამე პრობლემა (ავადმყოფობა, ან ეკონომიური პრობლემა), მაშინ, როცა ერთ-ერთს დაცვა და განსაკუთრებული სითბო სჭირდება.
ასევე "აკვნის" პოზა შეიძლება განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი მეთოდი ერთ სულ და ხორც შერწყმისა დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ.
5. "თავისუფლად გადაჭდობილები"
მაშინ, როცა სიყვარული, რომელიც ორ ადამიანს აკავშირებს, კვლავ ბობოქრობს, როცა ურთიერთობას ჯერ არ დაუკარგავს პირვანდელი ხიბლი, შეყვარებულები ხშირად კომფორტს მსხვერპლად სწირავენ და ერთმანეთზე მჭიდროდ ჩახუტებულებს სძინავთ..
დაახლოებით 5 წელიწადში შეშლილი ვნება ცხრება და ურთიერთობა ქორწინებაში ახალ ფაზაში – მშვიდ, გაწონასწორებულ სიყვარულში გადადის. ამ დროს პარტნიორები უფრო კომფორტულ ძილს ანიჭებენ უპირატესობას და ემოციური ერთობა ძილის დროს მხოლოდ ხელის ხელზე, ან ფეხების ერთმანეთზე შეხებით გამოიხატება.
6. "ფეხებით გადაჭდობილები"
ზოგიერთი წყვილი არაკომფორტულად მიიჩნევს ძილის დროს ნებისმიერ ფიზიკურ სიახლოვეს, ამიტომაც ემოციურ კონტაქტს ფეხის თითების შემთხვევით შეხებით, ან ფეხის ფეხზე გადადებით გამოხატავენ.
საერთოდ, ეს პოზა ოჯახური წყვილის მჭიდრო მეგობრობაზე მიუთითებს.
ერთმანეთზე გადაჭდობილი ფეხები ოჯახში მეგობრულ ურთიერთობაზე, კომფორტსა და თავისუფლებაზე მიუთითებს.
7. "კუდში დევნა"
სამწუხაროდ, ძილის დროს სხეულების მსგავსი მდგომარეობა ხშირად ქორწინებაში გაუგებრობასა და დაძაბულობაზე მეტყველებს.
მაგალითად, ჩხუბის შემდეგ მეუღლეს შეუძლია გადაბრუნდეს, ზურგი გაქციოთ და შორს თქვენგან, საწოლის კიდემდეც კი გაიწიოს. ამასთან, თქვენ იმისათვის, რომ თითქოს გსურთ შეაჩეროთ ის და უკან დააბრუნოთ, ცდილობთ, მოეხვიოთ.
მაგრამ ამ პოზას შესაძლოა, სხვა ახსნაც მოეძებნოს: თავისი ნახევრისგან განშორებით, ადამიანი ხანდახან პროვოცირებას უკეთებს იმას, რომ მეუღლემ კუდში სდიოს. ეს ერთგვარი გამოწვევაა: "იქნებ ახლა შენ თავზე აიღო ინიციატივა? იქნებ ახლა შენ ჩამეხუტო?"
შესაძლოა, განცალკევებული პარტნიორი უბრალოდ დაიღალა თავისი როლით – იყოს მუდამ ინიციატორი მოფერების, სიახლოვის, ყურადღების. ახლა თქვენგან სურს მიიღოს იგივე.
თუ თქვენს ოჯახში არ არის კონფლიქტი, დაძაბულობა, იქნებ მიიღოთ ეს გამოწვევა და აჩუქოთ საყვარელ ადამიანს თქვენი სითბო და ყურადღება?
8. "დზენის სტილი"
ქორწინება საოცრად აახლოებს ორ ადამიანს, მათ შორის აღარ არსებობს საიდუმლო (ან თითქმის აღარ არსებობს), თითოეული მათგანი გახსნილია და გასაგები ერთმანეთისთვის.
მაგრამ ამ დროს ხშირად ადამიანებს უჩნდებათ განმარტოების, თავისი კუთხის არსებობის მოთხოვნილება, პატარა საიდუმლოებების ქონის სურვილი. ეს სავსებით ნორმალურია.
ზოგიერთი თავისი მიკროსამყაროს შესაქმნელად ყიდულობს უფრო დიდ საწოლს, ხოლო ზოგიერთი კი კომპრომისს "დზინის სტილში" პოულობს: როცა პარტნიორები ერთმანეთს მხოლოდ უკანალებით ეხებიან – ეს ძლიერ ფიზიკურ და ემოციურ კავშირს ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჭდობილები არ არიან.
ეს პოზა იმაზე მეტყველებს, რომ ცოლ-ქმარი ორი თავისუფალი ადამიანია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული.