ჯაბა ბოჯგუას დედა:გაზი უნდა გავუშვა და ერთად უნდა დავიღუპოთ მე, ჯაბა და 80 წლის დედაჩემი

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ამბავი მთელმა საქართველომ იცის, ის უკვე 6 წელია კომატოზურ მდგომარეობაშია. მომღერალს მხოლოდ დედა დარჩა, რომელიც შვილს უვლის და სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

მანანა გვასალია უკიდურესად მძიმე პირობებში, თუმცა მაინც ახერხებს შვილის მოვლას.

„ჩვენი მდგომარეობა არ იცვლება, დაზღვევა გვაქვს, მაგრამ ჯაბას მდგომარეობა არ ფინანასდება, რადგან ტომოგრაფია დაზღვევაში არ შედის. არც ოჯახის ექიმით მისარგებლია, რადგან საკაცით კლინიკაში ვერ მიმყავს, ოჯახში კი არავინ მოდის. წამლები მიჭირს, 10 დღის სამყოფს 6 თვეზე ვუნაწილებ. მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა მაქვს, მეშინია ბინიდან ბინაში გადაყვანის დროს ჯაბა არ დამეღუპოს. ასეთი ავამდყოფის ბინაში შეშვება არავის უნდა, ამ ნაქირავები ბინიდან რომ გაგვაგდონ ჯაბას რეანიმობილით მივიყვან მთავრობის სახლის წინ. მეც დამეხმარეთ, დაუშვით გამონაკლისი და გამომიყავით ერთი ოთახი, რათა ჩემი შვილის გამოღვიძებას დაველოდო. რა ვქნა მოვკლა შვილი?
ხალხო გამეცით პასუხის, რა უნდა გააკეთოს ჯაბა ბოჯგუას დედამ, რომელიც შვილის ავადმყოფობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს. ამ სახლიდან თუ გამიშვეს გაზი უნდა გავუშვა და სამივე- მე ჯაბა და 80 წლის დედაჩემი ერთად უნდა დავიღუპოთ, სხვა გამოსავალი არ მაქვს“, - აცხადებს ჯაბა ბოჯგუას დედა.


ჯაბა ბოჯგუას დახმარების მსურველმა ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0901 700 039

საბანკო ანგარიშია: GE22BR000001038169963 (ბანკი "რესპუბლიკა") მანანა გვასალიას სახელზე