ექსკლუზივი - თამარ ტეტიაშვილი - „16 წლიანი ლოდინის შემდეგ სალომე გამიჩნდა. ამ პერიოდში სალომეს მამას უკვე საყვარელი ჰყავდა“

ამ ქალბატონს "რუსთავი 2"-ში ყველა ღიმილით ხვდება და ესალმება. დადებითი აურის მატარებელია. თერთმეტი წელია ამ არხის ერთგული თანამშრომელია. მაყურებელი "კომედი შოუში"  სკეტჩებიდან იცნობს. ახლა კი ყველა ასე მოიხსენიებს - სალომე ტეტიაშვილის დედა. სალომე "Xფაქტორის" ფავორიტ კონკურსანტთა სათავეშია, ხალხის რჩეულის სტატუსს ინარჩუნებს და ზედიზედ ორი ცოცხალი კონცერტია ესემეს ლიდერია. სალომეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისი ინტერვიუდან გემახსოვრებათ სალომეს გულისტკივილით ნათქვამი ფრაზა - ბიოგრაფიას ხომ ვერ შევიცვლი, არადა,
ეს ხალხი უკვე ჩემზე აგრესიით ამბობს, რა გული წაიღო თავის გაჭირვებულ ცხოვრებაზე საუბრითო. არც მიკერებული იარლიყი მოსწონს - "Xფაქტორის"კონკია. მაგრამ უკვე აღარ აქცევს ყურადღებას. თავს დამტყდარი ხალხის სიყვარული ყველაფერ ცუდს გადაწონის. აწმყო ნამდვილად სწყალობს სალომეს და დედა ამით უზომოდ ბედნიერია. თუმცა წარსული მუდმივად ჩვენთანაა, კუდში მოგვყვება და ხშირად გვახსენებს ხოლმე თავს. თამარ ტეტიაშვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა. 16 წელი შვილი არ უჩნდებოდა. იმედი გადაწურული რომ ჰქონდა, სწორედ ამ დროს დაორსულდა და 38 წლის ასაკში სალომე გააჩინა. ქმარმა ამ დროს მიატოვა და სხვასთან წავიდა. ქალბატონი თამარი "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის თავის ცხოვრების მძიმე წლებს იხსენებს. გთავაზობთ ამონარიდს.

თამარ ტეტიაშვილი: დღესაც ქირით ვცხოვრობთ დოლიძეზე. მეც და ჩემი ყოფილი ქმარიც საგარეჯოდან ვართ. სოფლის მეურნების სამმართველოში ერთად ვმუშაობდით, ის რაიონის მთავარი ზოოტექნიკოსი იყო, მე საქმეთა მმართველი ვიყავი. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო. სამსახურეობრივი რომანი გვქონდა. 19 წლისამ გავიცანი და  22 წლის ასაკში გავყევი ცოლად. 16 წელი შვილი არ მიჩნდებოდა. მოლოდინი? საკმაოდ დიდი დრო იყო  გასული და აღაც ვფიქრობდი შვილი გამიჩნდებოდა თუ არა. შეგუებული ვიყავი ბედს, ღმერთს როგორც უნდა ისეა-მეთქი. ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას.

- ოჯახში  ამის გამო იყო დაძაბულობა?

- არ დაძაბულა ურთიერთობა. სალომეს მამა რბილი და თბილი ადამიანია. თექვსმეტ წლიანი ერთხელაც სასწაულებრივად დავორსულდი. ცუდად ვგრძნობდი თავს, უცებ დავმძიმდი და უჰაერობამ შემაწუხა. ვერ წარმოვიდგენდი ამის მიზეზი თუ ორსულობა იქნებოდა. მაგრამ მოხდა ასეთი სასწაული და 38 წლის ასაკში გამიჩნდა ვეებერთელა სალომე, 4 კილო და 400 გრამი. ბუნებრივად გავაჩინე. ან მე უნდა გადავრჩენილიყავი ან სალომე. შოკი იყო. საკეისროს გაკეთების საშუალება არ მქონდა. ჩემი ორსულობის პერიოდში სალომეს მამას უკვე ვიღაც საყვარელი ჰყავდა, სახლიდან მიდიოდა, მოდიოდა. სამშობიაროში არ მოუკითხავს, ჩემებმა წამომიყვანეს. მერე მივხვდი, რომ ადრეც ჰქონდა ურთიერთობა იმ ვიღაცასთან. მერე უკვე დაიძაბა სიტუაცია. მისი წასვლა-წამოსვლა დიდხანს გაგრძელდა. სალომე როგორ წამოვზარდე დეტალებს არ ჩავუღრმავდები. თვეების რომ იყო, სად უნდა მემუშავა? კოსმეტოლოგია დავამთავრე. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე სახლში, დავიწყე ეპილაციის კეთება. გოგოები მოდიოდნენ და სახლში ვმუშაობდი. ასე თანდათან წამოიზარდა სალომე. ოთხი თვის იყო მხედრიონების პერიოდი რომ დაიწყო. ჯიხურებს მიქონდა ქალაქი, მეც ჯიხურში ვვაჭრობდი. სალომეს დამტოვებელი არ მყავდა და იქვე ეძინა ჯიხურში ლეიბზე. იმ დროს პამპერსები არ იყიდებოდა, საფენებს ვუკეთებდი, ერთმანეთზე ჩავაწიკწიკებდი და მიმქონდა გამოსაცვლელად, მაწონს ვიმარაგებდი და მეორე დილამდე ჯიხურში მყავდა ბავშვი. ასე ვვაჭრობდი ჯიხურში  და სალომეს დილიდან დილამდე ეძინა. მახსოვს, ერთხელ მხედრიონელი მომვარდა და მუშტები დაუშინა ჯიხურს, სპეციალურად გყავს ბავშვი მანდ, რომ არავინ დაგაყაჩაღოსო. მერე ბავშვს ბრონხების პრობლემა გაუჩნდა. იპოდრომის ზევით, ნაძვნარის ტყეში გაბმული მქონდა სარწეველა და იქ ეძინა მთელი დღე. ასე ვიყავით მთელი დღე მარტოები. რაღაც პერიოდი ვმუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში. შვილის სარჩენად ცდილობ ყველგან შეყო თავი და იმუშაო, ოღონდ საჭმელი არ მოაკლო და უზრუნველყო. სალომე ექვსი წლის ხდებოდა, მამამისმა რომ ნახა. მანამდე უმნიშვნელოდ გვეხმარებოდა. წავიდა, წამოვიდა, არასდროს მიკითხავს - სად იყო, ვისთან. არ გავკიდებივარ. ვისაც მე არ ვუნდივარ, კარგად იყოს, არ ჩავეძიები. ზედმეტია ჩხუბი, აყალ-მაყალი და გამოძიება. მე არაფერი მიკითხვას, თვითონ მოდიოდა და თავს იმართლებდა. ბუნებით ძლიერი ვარ, შემიძლია დიდი სიყვარული და დიდი სიძულვილი. ის არ მძულს, მაგრამ ჩვენი ისტორია შევფუთე და ჩავმალე ჩემში, სადღაც სიღრმეში. მას შემდეგ მთლიანად შვილზე ვარ გადართული. რამდენადაც შევძლებ, მინდა ჩემ შვილს ნორმალური ცხოვრება მოვუწყო. მინდა კარგად იყოს.“

- ბოლოს როდის ნახეთ ყოფილი ქმარი?

- ექვსი წლის იყო სალომე, რომ მოვიდა და შვილს უთხრა - მამა, რაიონში საქმე მაქვს, ხვალ უკან ჩამოვალ და სკოლაში წაგიყვანო. იმ "ხვალ"-ის შემდეგ 14 წელი გავიდა. დღემდე არ გამოჩენილა. 

- როგორ ფიქრობთ, ამდენი გაჭირვების შემდეგ ღმერთმა ხალხის ასეთი სიყვარული ჯილდოდ გარგუნათ?

- ნამდვილად. არაფერი იკარგება. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ყველაფერ ამად ღირდა. ალბათ, ცხოვრების პრინციპიც მქონდა. მე სალომეს მამას ვუთხარი - მოვა დღე და მე და შენი შვილი დაგანახებთ, რომ მარტოც შეიძლება ადამიანმა გზა გაიკვლიოს და რაღაცას მიაღწიოს-მეთქი. გვერდით საყრდენი რომ გყავს, მოშვებული ხარ. როცა ეს საყრდენი გეცლება და არავის იმედზე აღარ ხარ, მობილიზდები და ყველაფერს აკეთებ და შეიძლება ჯინაზეც, რომ დაუმტკიცო.

- როგორ ფიქრობთ, ამდენი გაჭირვების შემდეგ ღმერთმა ხალხის ასეთი სიყვარული ჯილდოდ გარგუნათ?

- ნამდვილად. არაფერი იკარგება. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ყველაფერ ამად ღირდა. ალბათ, ცხოვრების პრინციპიც მქონდა. მე სალომეს მამას ვუთხარი - მოვა დღე და მე და შენი შვილი დაგანახებთ, რომ მარტოც შეიძლება ადამიანმა გზა გაიკვლიოს და რაღაცას მიაღწიოს-მეთქი. გვერდით საყრდენი რომ გყავს, მოშვებული ხარ. როცა ეს საყრდენი გეცლება და არავის იმედზე აღარ ხარ, მობილიზდები და ყველაფერს აკეთებ და შეიძლება ჯინაზეც, რომ დაუმტკიცო.