1. ფონიჭალაში სუფრა გაშალეს და საარჩევნო უბანთან მუსიკა ჩართეს.
2. .“ქუთაისში ამომრჩევლებს ხმა დაგინებით მიაცემინეს”,-აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
3. ქობულეთში შორტის გამო არ შეუშვეს უბანზე ამომრჩეველი – ქობულეთელმა გიორგი კერძევაძემ ხმის მიცემა გრძელი შარვლის ჩაცმის შემდეგ შეძლო.
4. დმანისში, სოფ. მთისძირში მისულ დამკვირვებლებს უბანი დაკეტილი დახვდათ. რამდენიმეხნიანი ბრახუნის შემდეგ კი დამკვირვებლებს შიგნიდან გამოსძახეს: “ვინ გნებავთო”.
5. საარჩევნო უბანზე მისულ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა დარჩა სახლში.
6. ხონში საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ვარდიკო კაკაბაძეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შესაბამის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო დახვდა.
7. რუსთავის საარჩევნო უბნიდან ძაღლი გაჭირვებით გაიყვანეს გარეთ
8. ხონში, 27–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ვადაზე 10 წუთით ადრე, 07:50 წუთზე დაიწყო. კომისიის თავმჯომარემ განაცხადა - ყველა პროცედურა უკვე შესრულებული გვქონდა და გარეთ ამომრჩეველი იცდიდა, მა რა გვექნაო.
9. ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანიას ხმა ვერ მისცა, რადგანაც არჩევნებში ნატანებში მიიღო მონაწილეობა.
10. ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სოფელ გიორგეთში, კენჭისყრის შენობაში „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ წარმომადგენელი ლოცულობს. როგორც ქალბატონმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას სურს რომ საქართველოში მშვიდობა იყოს და არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ“ გაიმარჯვოს.
11. ზუგდიდის ოლქის #42 უბანზე, დარჩელში, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი კონვერტები აღმოაჩინეს. კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ გიგიბერია აცხადებს, რომ ამ კონვერტების არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. კონვერტები ამჟამად დალუქულია.
12 . მარნეულის საოლქო კომისიის #42 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანმა არ იცის ქართული ენა და ამის გამო მდივნის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი – კომისიის სხვა წევრი – ასრულებს.
13. ზურაბ ჭიაბერაშვილის ცნობით, დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს “შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა”.
14. პატრიარქს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თავშლებით დახვდნენ და საკმეველი აკმიეს.
15. ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში მამა თევდორემ პარაკლისი გადაიხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატის კარლო ჯამბურიასთვის.
16.”იტალიის ნაკრებში კალაძეზე უკეთესი ფეხბურთელები გვინახავს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
17. მარნეულში ამომრჩეველი (მოხუცი პაპა) რომელიც სიაში არ აღმოჩნდა კომისიის წევრებს ხელკეტით დაერია
18. ჭიათურის 33-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავჯდომარეს კომისიის ბეჭედი ტუალეტში ჩაუვარდა. ინციდენტის გამო უბანზე კენჭისყრა შეჩერდა.