მაია დარსმელიძე ''ქართული ოცნების'' მაისურიანმა მათხოვარმა გააღიზიანა - ''ქოცებო, დატყდით აქედან''...


გუშინ მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი განათავსა: 

''ქართული ოცნების მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა''.

მეგობრების კითხვაზე, დაეხმარა თუ არა, მომღერალმა ორაზროვნად უპასუხა, _ ჩემი მაისური რომ სცმოდა... 

ამ კომენტარს მაიას ფეისბუქელი მეგობრების აგრესიული კომენტარები მოჰყვა. მომღერალს სტატუსი დაუწუნეს.


''გასაოცარი ამბავია, ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს, სავარაუდოდ არც ახალი ''ზმანის'' ფული ექნება და მისთვის სულერთია, ოცნების მაისური აცვია თუ მელიას გამოსახულებიანი, ციფრი 5-ით მოქარგული''.

''ხუთნომრიან მაისურს ჩაიცვამს, რომ იცოდეს, ხვალ ერთ ლარს მისცემ. მათხოვარი მათხოვარია, რა მნიშვნელობა აქვს რა აცვია ან რა დატვირთვით''. 

''იქნებ სულაც არ ქონდა პოლიტიკური დატვირთვა და სხვა მაისურის არქონის გამო ეცვა.''

მსგავსი შინაარსის კომენტარები მაიას სტატუსის ქვეშ ბევრი გაჩნდა. როგორც ჩანს, მომღერალი ტაშისდამკვრელთა სიმცირემ გაანაწყენა და თავადაც არ დარჩა ვალში, როგორც თავად უწოდებს, ''ქოცების'' გულშემატკივრებს.

მაია დარსმელიძე:
''5 ნომრიანს თუ ჩაიცვამს, მივხვდები რომ ადეკვატური ადამიანია, 10 ლარს მივცემ და კიდევ კოორდინატებს გავუბაზრებ... ვგიჟდები ''ქოცთა'' ალოგიკურ ლოგიკაზე. 
ქოცებო, დატყდით აქედან. მე ვის როგორ ვეხმარები თქვენ ანგარიშს არ ჩაგაბარებთ. და რა შუაშია აქ თქვენი ''სუპერჰუმანური'', პოპულისტური ნიანგის ცრემლები და ლექციები ''არაადამიანურ საქციელზე''. რა გამიკვირდა პრინციპში, ეს ყალბი პათოსი, დაჩაგრული ადამიანების პოპულისტურად გამოყენება და ამ თემებით სპეკულირება თქვენი ''ქოც'' კრედოა''.

ამ მეტად დაძაბულ მიმოწერაში მომღერლის კიდევ ერთი საინტერესო კომენტარი ამოვიკითხე.

''აქვე კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა. ისიც ამ დღეებში მოხდა და ისიც ლესელიძეზე. შავებში ჩაცმული ქალი მომიახლოვდა სიტყვებით: ''ძალიან გთხოვ, დამეხმარე, სულ 5 ლარი მაკლდებაო''. მივეცი. ჩემს უკან ჩემი მეგობარი მოდიოდა და იმასაც იგივე უთხრა. მანაც მისცა და ზუსტად ორ წამში დაგვეწია, ისევ ხუთი ლარი მაკლდებაო, რომ გამიმეორა, ვაგინე. ცუდად მოვიქეცი?''

საბოლოოდ ვერ გავარკვიე ვერც მე და სავარაუდოდ ვერც დარსმელიძის ფეისბუქმეგობრებმა მისცა თუ არა ლარი მომღერალმა მათხოვარს. 

სალომე დადიანი
სპეციალუად საიტისთვს