შემზარავი მკვლელობა თბილისში, ბიძამ 5 წლის დისშვილი მოკლა

თბილისში 35 წლის მამაკაცმა, საკუთარი დისშვილი მოკლა. შემთხვევა მოსკოვის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ  მოხდა. ინცინდენტის დროს სახლში გარდაცვლილი მოზარდის დედაც იმყოფებოდა. 

როგორც "პრესა.ჯი"-ს გარდაცვლილის მეზობლებმა აცნობეს, ბიძამ მოზარდს შანდალი ჩაარტყა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

 ადგილზე მობილიზებილია როგორც სასწრაფო, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მომხდარის შემდეგ დანით თვითდაზიანებები მიიყენა. სასწრაფომ ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ბავშვი კი პროზექტურაშია გადაყვანილი. 

"პრესა.ჯი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. ჭიკაიძის უწყებაში მოსკოვის გამზირზე მომხდარი, შემზარავი ფაქტი დაადასტურეს.

"საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ექსპერტიზა ჩაუტარდება. ეჭვმიტანილი კი ფსიქიატრიულ შემოწმებას გაივლის",- აცხადებენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.