მარწყვის ტორტი ხაჭოს კრემით გამოცხობის გარეშე


კიდევ ერთი სეზონური ნუგბარი, რომელსაც გამოცხობა არ ჭირდება, კეთდება მინიმალური ინგრედიენტით და ძალიან მარტივად.
ინგრედიენტები:

მარწყვი 600 გ

ხაჭო 500 გ

არაჟანი 200 გ

შაქრის პუდრი გემოვნებით

ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 500 გ

შოკოლადი 60 გ



ხაჭო გავატაროთ საცერში, ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად და დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრა. მიღებული კრემის თხელი ფენა მოვუსვათ ჭურჭელს ან თეფშს ძირზე და დავადოთ ფხვიერი ნამცხვრის ფენები. ამგავარად ნამცხვარი აღარ ისრიალებს. წავუსვათ კრემი, დავადოთ მარწყვი და კვლავ ნამცხვრის ფენა. ასე გავიმეოროთ სანამ ინგრედიენტები დამთავრდება.
შოკოლადი დავჭრათ, გავადნოთ ორთქლზე და მოვასხათ მზა ნამცხვარს ზემოდან. შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ დარბილდება და კრემი გაუჯდება.