მარწყვის მურაბა ხარშვის გარეშე

წვენი შეგიძლიათ მოასხათ ნაყინსა და სხვა დესერტებს

ინგრედიენტები:

მარწყვი - 1 კგ
შაქარი - 800 გრ

მარწყვი გარეცხეთ, შეაშრეთ, მოაცალეთ ყუნწები და დაჭერით (თუ წვრილი მარწყვია, ნუ დაჭრით). მინის ან ემალის ჭურჭელში ფენა-ფენა ჩაალაგეთ მარწყვი და მოაფრქვიეთ შაქარი. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამე. მარწყვი ბევრ წვენს გამოუშვებს, შაქარი კი დადნება.


ქილებს გაუკეთეთ სტერილიზაცია 10 წუთით ორთქლზე ან მდუღარე წყლით. ჩაასხით მარწყვის მურაბა ცხელ ქილებში და დაახურეთ თავსახური. შეინახეთ მაცივარში. 
წვენი შეგიძლიათ მოასხათ ნაყინსა და სხვა დესერტებს