ნანუკა ჟორჟოლიანი 15 წლის გოგონას თვითმკვლელობაზე

რამდენიმე დღის წინ თბილისში უმძიმესი ტრაგედია მოხდა. 15 წლის გოგონა მე-12 სართულიდან გადმოვარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მძიმე მდგომაროებაშია დედაც, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ამ დროს ეზოში იყო და საკუთარი თვალით დაინახა შვილის სიკვდილი, რის შემდეგაც კორპუსში შევარდა და მე-10 სართულიდან გადმოვარდა, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს. 

გოგონა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის სკოლაში სწავლობდა. ამ ფაქტს ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვნა:

„რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტრაგედია. ბავშვი ფანჯრიდან გადახტა. მოზარდი გოგონა, თითქმის მარიამის ასაკის. დედასთან კონფლიქტის შემდეგ...


არც კი მინდა წარმოვიდგინო, გავიაზრო, იმ დედის მდგომარეობა, რომელმაც ეს დაინახა და შვილს ზუსტად იმავე ფანჯრიდან გადაჰყვა. საბედნიეროდ (რაც საკამათოა) გადარჩა. საკამათოა იმიტომ რომ ალბათ იმ უბედურ გოგოს, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, მის შვილთან ერთად ყოფნა ერჩია. 

ამ ისტორიას ვერ ვიშორებ უკვე დღეებია. საკმარისია დავწვე და თვალი დავხუჭო წარმოვიდგენ ყველა იმ ბავშვს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. ეს ბავშვი მარიამის სკოლელი იყო. წარმოვიდგნენ იმ ეზოს, როგორ ისხდნენ ალბათ კიბეზე, ბიბილოთეკაში და სასადილოში, რომლის დიდი ფანჯრებიდანაც უყურებდნენ ერთად დიდ ეზოს. 

ეზოს სავსე მომღიმარი და ბედნიერი ბავშვებით! ბავშვებით, რომლებსაც ძალიან უყვართ იქ ყოფნა.. რაღაცნაირად განსხვავებულ გარემოში. ლაღი და ძალიან ჯანმრთელი ბავშვებით. იქ ასწავლიან მათ გუნდური ცხოვრების თამაშის წესებს და ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ერთად. ახლა, რომ წარმოვიდგენ, როგორი სიჩუმეა ალბათ იქ, ტანში მზარავს.

ახლა რომ წარმოვიდგენ , რომ ბავშვმა, რომელიც მარიამის თანატოლი იყო ცხოვრება თვითონ დაისრულა აღარ მინდა არაფერი და რასაც ვერ წარმოვიდგენ არის დღე, როდესაც ბავშვის დედა თვალებს გაახელს და.... 

მინდა ყველა ბავშვს მოვეფერო გულით. ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს! მინდა რომ ამ ისტორიამ დამტოვოს, იმიტომ, რომ აღარ შემიძლია ამით სიარული! 

და ამ ბავშვებმა მალე შესძლონ ამის დავიწყება. მინდა რომ ყველას შვილი კარგად ყავდეს! ყველას! ახლა კი ყველაზე მეტად მინდა იმ დედამ შესძლოს! შესძლოს ამ საშინელი ისტორიით არსებობა“ - წერს ჟორჟოლიანი.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის