"მკურნალი.გე"-ს მკითხველმა თმის კვებისთვის ნივრის ნიღაბი გვირჩია. იგი ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ თმა ძალიან დაუსუსტდა, მაგრამ რადგან ბავშვს ძუძუს აწოვებდა, წამლებს ვერ იღებდა. ქალბატონის თქმით, მეგობარმა ნიღბების გამოყენება ურჩია და რამდენიმე რეცეპტიც ასწავლა, თუმცა მათგან ყველაზე ეფექტური ნივრის ნიღაბი აღმოჩნდა, რომელიც ასე მზადდება:
* ნიორი კარგად დაჭყლიტეთ. 1 ჩაის კოვზ ნივრის ფაფას დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ამდენივე ალოეს წვენი, ამდენივე ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული. კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმის ძირებში და ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ.