სულიკო კედელაშვილი: მარტო „ოცნებამ“ კი არა, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა „გაუტეხა“ საზოგადოებას!


Facebook-ის აქტიური მომხმარებელი, სულიკო კედელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლის დაბალი აქტივობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას მეგობრებს უზიარებს. კედელაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის 60 %-ის უარს - მონაწილოება მიეღო არჩევნებში, რამდენიმე ახსნა აქვს:

„ჩემი აზრით, მარტო „ოცნებამ“ კი არა, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა „გაუტეხა“ საზოგადოებას!

თქვე მამაპურითცხონებულებო, კაცი ცოლს რომ გაეყრება, თუ ეგრევე სხვა ცოლი არ მოიყვანა, ე.ი. ძველის დაბრუნების იმედი აქვს! აი სხვა ცოლს რომ მოიყვანს, მაშინაა დაკარგული ძველისთვის.


ასეა ეს პროცესიც. თუ მარტო ოცნებამ გაუტეხა თქვენ რატომ არ მოგცეს ხმა? თქვენ უარესები ხართ და იმიტომ, გაცილებით უარესები!!! ამაშია საქმე და როგორც გინდათ ისე რომ უპრუწუნებთ ამ ხალხს ტვინებს, თქვენ ჩვენ იდიოტები ხომ არ გგონივართ?!

ოცნება, მთავრობა, ხელისუფლება... ვერ შეასრულეს დაპირება... არ გაგვიუპატიურეს ტვინი?!

თქვე „ძეჟურნი“ მეძავებო, თქვენ რომელი დაპირება შეასრულეთ ან როდის?!

ხალხი რომ არ მივიდა არჩვენებზე მარტო ოცნების "დამსახურება" არაა, ყველა თქვენგანის დამსახურებაა! და ის არჩევნებზე არმისული 70% კი პოტენციურად ისევ ოცნების ამომრჩეველია ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვინაიდან სხვას არ მისცა ხმა ისევ "ძველ ცოლთან ურთიერთობის დალაგება ურჩევნია"!

ასეა ეს და არა ისე როგორც თქვენ ტვინებში იხარშება!

ასე რომ, ტყუილად გიხარიათ ჩემო სვავ-გიენებო

და ოცნებას ვეტყვი ექსკლუზიურად ჩემს აზრს:

თქვენ არ დაგიკარგავთ ის 70%, უბრალოდ ისინი უფრო ქმედით ღონისძიებებს ელოდებიან თქვენგან, უფრო აქტიურად მუშაობას სამართლიანობის აღდგენის საქმეში, დასასჯელების დასჯაში და მერწმუნეთ, ისინი ისევ თქვენს მხარეს დაიჭერენ! ხალხი ააღელვა იმ ნაძირალების ისევ ამოტივტივებამ, ვინც მათთან უშუალოდ კონტაქტში იყო, მერაბიშვილი და ახალაია ბევრს თვალითაც არ უნახავთ, სამაგიეროდ, უნახავთ ის პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, გამგებლები, ზონდერ-შმონდერები! ესენია ყველაზე დიდი პრობლემა! ამათი "სისხლი სწყურია" (რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით) საზოგადოებას!

მესმის თქვენი, ძალიან კარგად ვხედავ, რომ გაანთავისუფლეთ საზოგადოება პოლიტიკური წნეხისგან და თუ ასე გინდათ დატოვოთ და თქვენც ამავდროულად ხელისუფლებაში დარჩეთ, მაშინ უნდა მოუსმინოთ ხალხს და გაიზიაროთ მათი მოთხოვნები. სხვანაირად არ გამოვა, ერთდროულად თავისუფალი საზოგადოებაც და გაჯიუტებაც საზოგადოების მოთხოვნის მიმართ.

ახლა გაქვთ დრო, მეორე ტურამდე მათი დაბრუნების, თუ არა და მერე გაჭირდებათ მათი გულის მოგება, ისინი დღეს გაურკვევლობაში არიან, არ იციან რა ქნან, ვის მიემხრონ, უნდათ რომ თქვენ მოგემხრონ, მაგრამ თქვენ არ აძლევთ ამის საშუალებას და ყვითელი ბარათი სწორედ მაგიტომ გაჩვენეს!

მე პირადად არ ვამართლებ მათ პასიურობას, მაგრამ რას იზამ, ასე მოხდა და ეს ყველას ბრალია!

იმედია ახლა მაინც დააყენებენ სასწორზე ორ გამიჯნულ მხარეს, თუნდაც ცუდებად და უარესებად დაყონ, მთავარია რომ არჩევანი სწორად გააკეთონ!

P.S. დისერტაცია უნდა დავიცვა“, - წერს სულიკო კედელაშვილი.


(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)