ვინ ახდენდა ძალადობას ნინა წკრიალაშვილზე

"პალიტრა TV"-ის ეთერში ახალი გადაცემის - "კაცია-ადამიანი?!" სტუმარმა ნინა წკრიალაშვილმა ისაუბრა, რომ მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური და სხვა სახის ძალადობა.მომღერალმა გარდაცვლილ მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო პერიოდი გაიხსენა და მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა.

აღნიშნავს რომ, მარტო იმას აკეთებდა რაც უხაროდა, ბევრ რაღაცაზე უარიც კი თქვა მის გამო, სახლიდან აღარ გადიოდა. ბოლო ფაქტმა კი რომელიც მან პირველად გაახმაურა, გადააწყვეტინა დაშორებოდა.


„ პირველად ვყვები ამას, რაღაც მომხვდა ძაან მძიმე, სისხლისგან ვიცლებოდი და მაინც არ გაჩერდა, მაგრამ თუ დამნაშავე ვიყავი ერთად რატომ დავიძინეთ? ბოლოს ისეთი იყო რომ 2 კვირა ყველაფერი მტკიოდა“

ამ ყველაფრის შედეგად ნინას არაერთ ნევროპათოლოგთან მოუწია მკურნალობა.