ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ელოდნენ კოალიციის მხარდამჭერები. "იმედის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კოალიციის ოფისთან "ქართული ოცნების" საარჩევნო ფერის ბუშტები და ფოიერვერკები გაუშვეს. კოალიციის ოფისთან კონცერტიც გაიმართა. "ქართული ოცნების" აქტივისტებთან ერთად, ზეიმზე "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი მხარდამჭერი - ამერიკისდროშიანი ბაბუ ომარ მაღლაქველიძეც იმყოფებოდა ფავორიტი პარტიის სიმბოლიკიანი კაშნეთი.