სარეცხის საპნისგან მომზადებული სამკურნალო კრემი და სახის პილინგი სუპერეფექტით!

სარეცხის საპონი უნივერსალური საშუალებაა და ამის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ. 
გთავაზობთ სარეცხის საპნისგან მომზადებული კრემის რეცეპტს კანის ანთებითი პროცესების, გამონაყარის და სხვა გაღიზიანებებისთვის; ასევე - სახლის პირობებში პილინგის გაკეთებას. 

სამკურნალო კრემისთვის დაგჭირდებათ:

სარეცხის საპონი – 50 გრ

ფუტკრის ცვილი – 10 გრ


თაფლი – 2 სუფრის კოვზი

პროპოლისი – 10 გრ

მუმიო – 2 გრ

ზეითუნის ზეთი (სელის ან მზესუმზირის) – 7-10 გრ

თავდაპირველად გახეხეთ სარეცხის საპონი. წინასწარ აადუღეთ ქვაბში წყალი და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ საპონი პროპოლისთან, ცვილსა და თაფლთან ერთად. უმჯობესია, თუ თავდახურულ ჭურჭელში გააკეთებთ ამას. მანამ ორთქლზე სხვა ინგრედიენტები მზადდება, ზეთში გახსენით მომიოს ტაბლეტები, შემდეგ კი შეურიეთ ორთქლზე გამდნარ მასას. სანამ კრემი თბილია, გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენება: საღამოს დაიდეთ ანთებით ადგილებზე კრემის თხელი ფენა და გადაიკარით "ლეიკოპლასტირი". ღამის განმავლობაში ფურუნკული მომწიფდება და მოხმება, 3-4 დღეში კი სრულიად გაქრება. ჩვეულებრივ გამონაყარს ზემოდან პლასტირის დაკვრა არ სჭირდება, უბრალოდ, წაისვით კრემი ხშირ-ხშირად გამონაყარზე. 
მნიშვნელოვანია: არ შეიძლება ამ კრემის ღია ჭრილობებზე დადება!

კრემის მეორე, უფრო მარტივი ვარიანტია: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ გახეხილი სარეცხის საპონი, შაქარი და გახეხილი ხახვი. შეგიძლიათ ხახვი წინასწარ მოწვათ ტაფაზე, უფრო ეფექტურია. მომზადებული მასა ღამით დაიდეთ გამონაყარის ადგილას და დილით ის ალაგდება.

ახლა სარეცხის საპნით მოვამზადოთ აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი: სველ და სუფთა სახეზე ვიდებთ აქაფებულ საპონში (საპონს დაასხით ცოტაოდენი წყალი და საპარსი ქაფის წასასმელი ფუნჯით ათქვიფეთ) არეულ წმინდა მარილს, ვიჩერებთ ნახევარი საათი – თუ გაუძლებთ, რადგან ცოტათი სუსხავს კანს. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. 

ახლა კი სახლის პირობებში გავიკეთოთ სასწაულმოქმედი პილინგი: ნოტიო სახეზე დაიდეთ აქაფებული საპონი, შემდეგ დაასველეთ ბამბის ტამპონი 5 ან 10%-იან კალციუმის ქლორიდში და გაიწმინდეთ სახე მასაჟური მოძრაობებით. საუკეთესოდ ასუფთავებს ცხიმიან და ფორიან კანს. თუმცა ამის გაკეთება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, თუ კანზე არ გაქვთ ანთებითი პროცესი. აქვს სუპერეფექტი!