როგორ ეშინია ჩანასახს საშვილოსნოში, როდესაც დედა განერვიულებულია

ფეხმძიმე ყველაზე სათუთ მოპყრობას რომ საჭიროებს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ქალს ეს ფუფუნება არ აქვს. მძიმე სოციალური ფონი, თანამედროვე ეპოქის შეშლილი რიტმი - ეს პირდაპირ აისახება ჩანასახზე.

როგორც ფოტო გვიჩვენებს, თუ დედა ღელავს, ან დაძაბული და გაღიზიანებულია, ჩანასახი სტრესს 

განიცდის და საკუთარ სახეს ეხება.

დარემის უნივერსიტეტის მკვლევარმა ნადია რეისლანდმა ექსპერიმენტში 15 ფეხმძიმე ჩართო და ფეხმძიმობის პერიოდში 4D ულტრაბგერითი სკანირება 4-ჯერ ჩაატარა. როგორც მეცნიერებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, რამდენჯერაც დედა გაღიზიანებული იყო, ან შფოთვას იწყებდა, ჩანასახი წარბს ხელით ეხებოდა.


"დედების დიდი ნაწილი თავს კარგად გრძნობს და სანერვიულო არაფერი აქვთ, მაგრამ ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ასეთი ფუფუნებით ვერ დაიკვეხნიან. მათ მოვუწოდებ, მაქსიმალურად ეცადონ, რომ ფეხმძიმობისას სიმშვიდე შეინარჩუნონ", - ამბობს ნადია.

მომზადებულია Laterality-ს მიხედვით.