„მაია ორჯონიკიძეს ღამურასავით, თავისი სომხური წარმომავლობის რცხვენია“

„ეს შავტუხა ქალბატონი, რომელსაც თავი მერცხალი ჰგონია, სინამდვილეში კი ბადრიჯანია, როგორც ჩანს, ძალიან განიცდის უსააკაშვილობას“, – ასე მოიხსენიებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას პოეტ იზა ორჯონიკიძის შვილს მაია ორჯონიკიძეს.
ელიზბარ ჯაველიძე ინტერვიუში მაია ორჯონიკიძის წარმომავლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის და მაია ორჯონიკიძის დედა მეგობრები იყვნენ, ხოლო მამას კარგად იცნობს. აკადემიკოსმა მაია ორჯონიკიძის წარსული გამომცემლობასთან იმიტომ გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ იზა ორჯონიკიძის შვილმა ელიზბარ ჯაველიძესა და რეზო ამაშუკელს „ჩარეცხილები“ უწოდა და „30 – იან წლებში ჩარჩენილებად მოიხსენია.

„ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ მე დედამისთან – იზა ორჯონიკიძესთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. მაშინ ყველანი ხელმოკლედ ვცხოვრობდით და მე არაერთხელ დავხმარებივარ იზას, მისი ოჯახისა და ამ შავტუხა გოგოს გამოსაკვებად! მე კარგად ვიცნობდი ამ ქალბატონის მამას – სტიმსონ ტერ-ოგანესოვსაც! და აბა, რა უნდა ველაპარაკო არსებას, რომელსაც ღამურასავით, თავისი სომხური წარმომავლობისა რცხვენია და გვარად ორჯონიკიძე აირჩია?! ქალი ორჯონიკიძეობდეს და მე, ელიზბარ ჯაველიძეს მაბრალებდეს „30-იან წლებში ჩარჩენილობას“, ძალიან სასაცილოა! ეს შავტუხა ქალბატონი სააკაშვილმა მწევარი ძაღლივით „პადოშა“ გია თორთლაძის პარტიას მიანათხოვრა და ეგ მელაპარაკება მე მაღალ იდეალებზე?!“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.