მიხაილ შუმახერი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან.
როგორც შუმახერის მენეჯერი საბინე კემი აცხადებს, 45 წლის ლეგენდარული ავტომრბოლელი გრენობლის კლინიკიდან სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულა 1-ის ცოცხალი ლეგენდა 2013 წლის 29 დეკემბერს, ალპებში თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო.