ნავენახევის მღვიმის მახლობლად მამა-შვილი უცნობ მღვიმეში ჩავარდა. მათი გადარჩენა იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.
იმერეთის საგანგებო სიტუაცების სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, მამა-შვილი ნავენახევის მღვიმის მახლობლად ყანას ღობავდა, როდესაც შვილი დაახლოებით 30 მეტრამდე სიღრმის მღვიმეში ჩავარდა, რომლის არსებობის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.
"ისინი ყანას ღობავდნენ, როდესაც შვილი მღვიმეში ჩავარდა, შემდეგ მას მამაც მიჰყვა. ჩვენ ოპერატიულად მივედით შემთხვევის ადგილას, თუმცა სამუშაო საკმაოდ რთული იყო. მღვიმეში არაფერი ჩანდა. საბედნიეროდ, ორივე უვნებლად ამოვიყვანეთ. შვილს მხოლოდ წელის არეში აქვს დაზიანება", - აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე აკაკი ყვავაძე.