საკეტების ოსტატი ხელოსანი, რომელიც წლებია მწოლიარე მდგომარეობაში მუშაობს

ხელსაწყოები, დაზგა, საწოლი და სხვა უამრავი ნივთი ერთ პატარა ოთახშია მოთავსებული, სადაც 60 წლის ხელოსანი სრულიად მარტო ცხოვრობს. ვლადიმერ გომარელი 7 შვილის მამაა, თუმცა პრობლემებთან გამკლავება მარტოს უწევს.


სეიფების გახსნა და აღდგენა, ჩამკეტი სისტემების გაძლიერება, ნებისმიერი ტიპის გასაღების დამზადება - ეს იმ ხელობების მცირე ჩამონათვალია, რასაც "საკეტების ოსტატი" მწოლიარე მდგომარეობაში ახერხებს. ჯანმრთელობის პრობლემები გომარელს ადრეულ ასაკში დაეწყო, რის გამოც მას არც სკოლაში უვლია. ამიტომ გამოსავალი ხელობის სწავლაში იპოვა.

მწოლიარე ხელოსნის ერთადერთი შემოსავალი ხელობით მიღებული ფული - თვიურად დაახლოებით 200 ლარია. ვლადიმერ გომარელი ინდმეწარმედ არის გაფორმებული, ამიტომ სოციალური დახმარებაც არ აქვს. "საკეტების ოსტატი", თბილისში მესამე ნადიკვარის ქ. №34 ცხოვრობს და მუშაობს.
ავტორი: ნინო ჭანია