თეონა აქუბარდია უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. თეონა აქუბარდია არასამთავრობო ორგანიზაცია
"თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" გამგეობის წევრია. ის ბოლო ხანებში უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩევლად მუშაობდა.