არსებობს რამდენიმე სქემა, თუ როგორ მოატყუო კაფესა და რესტორნის კლიენტები და გადაახდევინო ზედმეტი ფული.
ადმინისტრაციის ნაცადი მეთოდები
1. ანგარიშში გაფორმების გარეშე შეაქვთ ,,მუსიკალური გაფორმება’’ ან ავტომატურად შედის ოფიციანტის ,,ჩაი.’’ ასე რომ, თუ თქვენ მოხვდებით რესტორანში, სადაც ცოცხალი მუსიკაა, არ მოგერიდოთ და იკითხეთ, რამდენის გადახდა მოგიწევთ ამ სიამოვნებისთვის.
ძალიან ხშირად რესტორნების თანამშრომლები არ აძლევენ ინფორმაციას დაწესებულების სტუმრებს იმის შესახებ, რომ საბოლოო ანგარიშში გაუთვალისწინებელი მომსახურებისთვის მოუწევთ ფულის გადახდა.
თქვენ მომსახურების შესახებ ინფორმაციას უნდა იღებდეთ დაწესებულებაში შესვლისთანავე და არა მას შემდეგ, რაც ანგარიშში ,,გაბერელი’’ თანხა მოგივათ, რომელსაც შესაძლოა, ყურადღება არც მიაქციოთ.
მომსახურების პირობები გამოკრული უნდა იყოს გამოსაჩენ ადგილას ან აღნიშნული იყოს მენიუში.
2. მენიუში მითითებული ხილის ღირებულება განისაზღვრება პორციის მიხედვით და არა, იმის მიხედვით, თუ რამდენი გრამია ის.
როგორ იტყუებიან ოფიციანტები
1. თქვენ შეუკვეთეთ კოქტეილი და მოგინატეს ჭიქა, რომელშიც უფრო მეტი ყინულია, ვიდრე სასმელი. ასეთი მეთოდით, ბარმენს შეუძლია დაზოგოს 50-80 მილიგრამი ძვირადღირებული სასმელი.
აღსანიშნავია, რომ პრესტიჟულ ბარში ყინული ცალკე იყიდება ან კოქტეილი მზადდება კლიენტის მეთვალყურეობით, რათა ის ხედავდეს რამდენი სასმელი ჩაუსხეს ჭიქაში.
2. შედარებით ძვირადღირებული ინგრედიენტების იაფიანით შეცვლა. ასე შესაძლოა, შეკვეთილი ხუთწლიანი დაძველების კონიაკის ან ღვინის ნაცვლად 2-წლიანი დაძველების სასმელი მოგიტანონ და თანხაც ,,მოტეხონ.’’ როგორც წესი, ამ დროს კლიენტები ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავენ.
3. ნარჩენების გაყიდვა - ეს მეთოდი გამოიყენება ყველგან და ყოველთვის. საქმე იმაშია, რომ კლიენტეს სთავაზობენ უკვე გამზადებულ კერძებს, რომლებიც წინამორბედმა კლიენტმა არ შეჭამა ბოლომდე ან დატოვა. აღნიშნული მეთოდი ხშირად გამოიყენება სახინკლეებში. ამასთან, არათუ ამავე დღეს დამზადებულ, არამედ ხშირად ხდება ისეც, რომ მორჩენილ კერძებს მაცივარში ინახავენ და მეორე დღეს სთავაზობენ კლიენტებს.
4. ანგარიშში შეიძლება შეიტანონ ის რაც თქვენ შეუკვეთეთ, მაგრამ რისი მოტანაც ,,დაავიწყდათ.’’ როგორც წესი ამ მეთოდს იყენებენ დიდ სუფრებზე, სადაც ბევრი კლიენტი და შესაბამისად ბევრი სხვადასხვა სახის კერძია.
5. ზოგჯერ ოფიციანტები აგვიანებენ ხურდის დაბრუნებას, რათა კლიენტს მობეზრდეს ლოდინი და წავიდეს.
რამდენიმე რჩევა, როგორ არ მოტყუვდეთ კაფესა და რესტორანში
1. შეუკვეთეთ სასმელი (სულ ერთია ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური) ბოთლით და არა ჭიქით.
2. ანგარიშს რომ მოგიტანენ, კარგად შეადარეთ რა შეუკვეთეთ და რა ღირებულების. დააკვირდით, ხომ არ შევიდა ანგარიშში ის, რაც არ შეგიკვეთავთ.
3. არ მოგერიდოთ, თუ რაიმე თქვეთვის გაურკვეველია ან შენიშნეთ შეცდომა, რადგან თანხის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ.
4. ეცადეთ, ესტუმროთ იმ დაწესებულებას, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ თქვენი მეგობრები ან არ შეგინიშნავთ მსგავს მაქინაციებში.
5. გახსოვდეთ, მოტყუება შესაძლოა სცადონ ყველგან - ძვირადღირებულ რესტორანშიც და უბრალო კაფეშიც. საქმე იმაშია, რომ ერთგან ამას გაცილებით მოხერხებულად და თავაზიანად აკეთებენ, ვიდრე მეორეგან.
მოამზადა ნინო ექვთიმიშვილმა MediaMall.ge