„ნარმანიას მეგობრების შემშურდა“

ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი და ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე თბილისის მერობის კანდიდატების - დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას დებატებს ეხმაურება: 

„ახლა დავფიქრდი და კიდევ უფრო ნიშანდობლივი რაღაც თქვა ნარმანიამ, ვიდრე თავიდან მეგონა - „გიგი უგულავას დაკავება ნიკა მელიას უფრო უნდა აწყობდეს“.


ნიკა მელიას თავის მეგობრის და თანამოაზრის დაკავება უნდა აწყობდეს (მნიშვნელოვანია სიტყვა „აწყობდეს“), იმიტომ რომ მასზე ცუდ რაღაცეებს ყვებიან და შესაძლოა მომგებიანი იყოს მისი ციხეში გამოკეტვა. ნარმანიას მეგობრების შემშურდა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


წყარო: ფეისბუქი