„ფემენმა“ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და ამჯერად გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში მოაწყო შიშველი აქცია. მოძრაობის აქტივისტებმა გააპროტესტეს გერმანული კანონი პროსტიტუციისადმი ლოიალურობის შესახებ და საარბრიუკენის ბორდელების წინააღმდეგ გაილაშქრეს.
მოითხოვეს პროსტიტუციის ხელშემწყობთა დაუყოვნებლივი დასჯა და კანონის გამკაცრება სეტენიორების წინააღმდეგ. `ჩვენ ქალების ექსპლუატაციის წინააღმდეგ ვიბრძვით. სანამ ჩვენი თხოვნები არ შესრულდება, არ გავჩერდებით~, - გამოაცხადეს ფემენისტებმა.