"ბოლო ერთი კვირაა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურეკში, სასტუმრო "კოლხეთში" ისვენებს. ის დასავლეთ საქართველოში ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებლით ჩავიდა დ ბილეთის ფულიც პატიოსნად გადაიხადა. წესით, კაცი რომ ურეკამდე მატარებლით ჩავა, იმან სოფელში მიშა საააკაშვილივით ველოსიპედით უნდა იაროს , მაგრამ როგორც თვითმხილველები ამბობენ, მარგველაშვილს იქ შავი ჯიპების ესკორტი დახვდა. თუკი ჯიპები ურეკში მაინც ჩაიყვანეს და ბიუჯეტიდან ფული მაინც დაიხარჯა, რაღა საჭირო იყო მაშინ მატარებლით მგზავრობა? როგორც ხედავთ, პიარი ოხერი რამეა. ჩვენ რომ ვფიქრობთ, მარგველაშვილმა ფული დაზოგა, ურეკში წასასვლელად მატარებელი არჩიაო, ამ დროს ჯიპების ესკორტი თბილისი-ოზურგეთის ტრასაზე ასეულობით ლიტრ ბენზინს შთანთქავს...", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მარგველაშვილის ჩასვლის გამო, ივანიშვილი ურეკიდან ჭორვილაში წავიდა.
"ერთ-ერთი ადგილობრივი თვითმხილველის თქმით, "კოლხეთი" ერთი პატარა, ჩვეულებრივი სასტუმროა, თითქოს მარგველაშვილი უბრალოებას აწვება, მაგრამ ხალხთან არც კი გამოსულა სალაპარაკოდ - "მთელი ამბავი იყო, ჩამობლაყუნდა ამხელა კაცი - თავის უზარმაზარ ჯიპს თავზე დაჰყურებს, - თანხლებ პირებთან ერთად დაბინავდა სასტუმროში, მერე ერთი დღით ბათუმში წავიდა, მეორე დღეს მობრუნდა და ახლაც აქაა, სასტუმროს ეზოში გამოდის ხოლმე და თავისივე გარემოცვასთან ერთობა". რატომ გადაწყვიტა გიორგი მარგველაშვილმა დასვენება ურეკში? ინკოგნიტო წყაროს თქმით, მან, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ურეკში იმყოფებოდა და იფიქრა - მიმიღებს, შევხვდები, დავილაპარაკებთ, იქნება შემირიგოს კიდევაცო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც კი მარგველაშვილი ურეკში ჩავიდა, ბიძინა ივანიშვილმა ბარგი ჩაალაგა და ჭორვილაში წავიდა. სანამ პრეზიდენტი იქ არის, ბიძინა საერთოდ არ გამოჩნდება. არადა, ამან იფიქრა, სტუმრად ჩავდივარ, იძულებული გახდება გადამიპატიოჟოსი. მარგველაშვილი კარგად ვერ იცნობს ივანიშვილს - თუ მაგან ადამიანი შეიყვარა, ბოლომდე ჩაჰყვება, თუ შეიძულა - ბოლომდე ამოთხრის. აი, ეს ვარ გათვალა და ამიტომაც დაიწყო მასთან "ბლატაობა". ვის ეჭიმები შვილო, წადი რა ტოლი ნახე. ამ ადამიანმა კაცად გაქცია, ისეთ თანამდებობაზე დაგსვა, კარგ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდი და არჩევნებიდან ერთ თვეში ეუბნები - ”მკიდიხარო”, ამას გაპატიებს? იჯდეს ახლა მარგველაშვილი ურეკში და ყოველ დილას ურტყას "კრუგები" ბიძინა ივანიშვილი რეზიდენციას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი.
"ალიამ" რამდენჯერმე გადააამოწმა ადგილობრივებთან და ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ამჟამად ურეკში არ იმყოფება - ის მარგველაშვილის ჩასვლისთანავე გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. 18 ივლისს, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საზეიმო რატიფიცირება მოხდება. ამ ღონისძიებას პრეზიდენტი მარგველაშვილი არ დაესწრება, რადგან პარლამენტიდან მოსაწვევი არ მიუღია. რატიფიცირებას სრული შემადგენლობით დაესწრება საქართველოს მთავრობა. პრინციპში მარგველაშვილს დაპატიჟება არც უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ივანიშვილთან და ასევე ღარიბაშვილთან დაძაბული - უფრო სწორად გაწყვეტილი ურთიერთობის გამო დაკომპლექსებულია და მუდმივად მოსაწვევს ელოდება", - დასძენს გამოცემა.
"როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, თუ პრეზიდენტს სურვილი გაუჩნდება, მას შეუძლია რატიფიკაციის პროცესს დაესწროს. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილის თქმით, სასიხარულო ამბავზე სტუმარს დაპატიჟება არ სჭირდება: "მინდა გითხრათ, რომ პროტოკოლით მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ამ
საკითხსაც ევროპული კანონმდებლობა დარეგულირებს, რათა ვხელისუფლების შტოებს შორის ჰარმონიზაცია იყოს" - ესე იგი, ლევან ბერძენიშვილის დავთრების მიხედვით, გადაპატიჟება-გადმოპატიჟებას მომავალში ევროპული კანონმდებლობა დაარეგულირებს, მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო "კოლხეთის" ვიწრო ნომერში უნდა იჯდეს დასჯილი ყმაწვილივით. მოკლედ, ასეა თუ ისე, მარგველაშვილი უკვე ბოლომდეა ფსიქოლოგიურად "მიჭირხნული" და დასწრება-არდასწრებაზე ლაპარაკსაც აღარ აქვს", - დაასკვნის სტატიის ავტორი.