ნინა წკრიალაშვილი - ქუსლებით და რაღაცნაირი კაბით ჩემს მანქანას შუა ქუჩაში მივსდევდი



ნინა წკრიალაშვილი "სითი პარკის" მუშაობით აღშფოთებულია. გუშინ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მისი მანქანა წაიყვანეს. ქუსლეზე და კაბაში გამოწყობილ ნინას თავის მანქანას რომ დასწეოდა, შუა ქუჩაზე სირბილი მოუწია.


ნინა წკრიალაშვილი: "10 მანქანა იყო და მაინცდამაინც ჩემი მანქანა წაიყვანეს, რომ გამოვედი 9 მანქანა იქ კიდევ იდგა და ძალიან ვიჩხუბე. პასპორტს ვაკეთებდი და "იუსტიციის სახლში" ვიყავი შესული. გამოვედი და დავინახე, რომ ჩემი მანქანა მიყვათ. ქუსლებით და რაღაცნაირი კაბით ჩემს მანქანას შუა ქუჩაში მივსდევდი. "სითი პარკი" ძალიან არასწორად მუშაობს, რადგან თუ მანქანა მეორე მანქანას ხელს არ უშლის გადაადგილებაში, არ აფერხებს სხვის მოძრაობას, მაშინ არ შეიძლება მანქანის წაყვანა. ეს უკვე მერამდენედ ხდება და მე ვიცი, რომ ხალხი ძალიან უკმაყოფილოა და უჩივიან. კიდევ კარგი, ჩანთა თან მქონდა გადატანილი, თორემ ფულიც არ მექნებოდა თან. მოკლედ, არ მომწონს ეს "სითი პარკი", ვინ მოიგონა. უბრალოდ ერთობიან ხოლმე. ჩემს მეგობრებსაც ხშირად უთქვამთ, თუ დაინახეს ოდნავ ცნობადი სახე, ერთობიან და მანქანა მიყავთ და გავართობ მე მაგათ".