რას სწავლობდა 7 წლის განმავლობაში კახა კალაძე თსუ-ში - ინტერნეტში მინისტრის დიპლომი ვრცელდება

ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ წარსულში საფეხბურთო კარიერით ცნობილი კალაძე პროფესიით ისტორიის მასწავლებელია. სოციალურ ქსელში ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის ბაკალავრის დიპლომის ფოტო ვრცელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1996 წელს კახა კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრიატის სრული კურსი კი 2003 წელს დაასრულა.
2003 წლის 23 ივნისს კალაძეს ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ბაკალავრიატში 7 წლის განმავლობაში სწავლა, სავარაუდოდ, მისი დატვირთული საფეხბურთო მოღვაწეობით აიხსნება. 

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული 

ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. იგი 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ "მილანის" წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის "დინამოსა" (1993-1997) და კიევის "დინამოში" (1998-2001) თამაშობდა. ის ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. 

კალაძე 2012 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია.