,ეს რაფინირებული შურისძიება იყო“- ხუთი გახმაურებული მკვლელობისა და თვითმკვლეოლობის ,,მთავარი მოწმე“ ალაპარაკდა
რა საეჭვო დეტალი ნახა ნუგზარ საჯაიას თავის ქალაზე, რისი თქმის საშუალებას არ აძლევდა მიხეილ სააკაშვილი გიორგი სანაიას საქმესთან დაკავშირებით, რატომ ახსენებს ჯემალ გოგიტიძის გარდაცვალებას და რა შემთხვევაში გამოეთიშება კიწმარიშვილის საქმეს? -,,ქართული სიტყვა“ დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა.
თვადაპირველად ექსპერტი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე საუბრობს, მისი თქმით, თუ მკვლელობაა, ძალიან რთული და სხვანაირ დონეზეა შესრულებული,- ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, აცხადებს ექსპერტი.
-ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა გახმაურებულ სისხლიან საქმესთან გქონია შეხება...
ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას არ დავსწრებივარ, თუმცა მინუსებზე ვიმუშავე...
-მახსოვს ერთხელ თქვი, რომ შენი დაპატიმრების ერთერთი მიზეზი შესაძლოა ჟვანიას საქმის მინუსებზე ლაპარაკი გახდა... მოდი ნუგზარ საჯაიას უცნაური გარდაცვალება გავიხსენოთ.
საჯაია რომ დაიღუპა, იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი. არავის დაურეკავს და გამიკვირდა, რომ არ მითხრეს, ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღეო. მაშინ მინისტრი ნოდარ გილიგაშვილი იყო, მოგვიანებით დამირეკა და მითხრა, მაია რესპუბლიკურში მიდიო. სხვათაშორის საჯაიას კი არა, ჟვანაის გვამიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს.
ამ დეტალს ხაზს რატომ უსვამ?
-მაშინ სასამართლო-სამედიცინო სასექციო ავლაბარში იყო და ამ დროს გამოკვლევა ,,რესპუბლიკურში“ ჩატარდა. მოკლედ მივედი თუ არა თავი უკვე გაკერილი იყო-საჯაიას დაზიანება თავის არეში ჰქონდა. ვიკითხე თავი გაკერილია ანუ გამოკვლევა უკვე დამთავრებულია და რისვის მოვედი მეთქი. ეს ჩემი პროტესტი იყო, მხოლოდ ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ თავის ქალა გახსნეს ... ვიდექი და ვფიქრობდი; ახლა რომ ვთქვა, ეს ამონატეხი არაა, მაშინ უნდა ვთქვა, თუ რა არის-მეთქი, მაგრამ არ ვიცოდი, რეალურად რა მოხდა და რაღაც უნდა მომეგონებინა, მითუმეტეს რომ ამოტეხვის მომენტი ვიდეოთი არ იყო დაფიქსირებული.
ვფიქრობდი, რამე ზემოქმედება ხომ არ იყო... თავა ქალის სარქველზე ჩაქცევაც შევამჩნიე...
-ამოტეხილი დეტალი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ საჯაიამ თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს?
არ ვიცი. შესაძლოა, სანიტარებს მართლა ამოუტყდა.
კიწმარიშვილის გარდაცვალებამ გიორგი სანაიას მკვლელობასთან პარალელები არ გაგიჩინა?
ეჰ, ჩემი ეჭვები ხმამაღლა რომ ვთქვა...
შენი დაჭერა, შენს განეიტრალებას ხომ არ ემსახურებოდა? მოკლედ, მიშამ შენზე შური იძია?
-შურისძიება იყო, თან ძალიან საინტერესო: ფაქტია, რომ პოლიტიკაში აღმოვჩნდი, მაგრამ მე ეს არ მინდოდა.
აბა როგორ აღმოჩნდი?
-ისე ,,ლამაზად" მატარეს , რომ იქ აღმოვჩენილიყავი, სადაც აღმოვჩნდი. ყველაფერი მართული იყო. მართალია ჩემს შვილებს სიცოცხლე მე მივეცი, მაგრამ მისი წართმევის უფლება არ მქონდა. როცა საქმე შვილების სიცოცხლეს ეხება და არ გეშინია, ე.ი. ქალი არ ხარ.
ე. ი რაც დაგიჭირეს, საფრთხე შვილების სიცოცხლეს შეექმნა?
-არაფერი მომჩვენებია, საფრთხე რეალური იყო...
სხვათაშორის ჯემალ გოგიტიძეც ცოცხალი აღარაა, ძალიან თავისებურად გარდაიცვალა და დამენანა, ყველაფერი ფარდის უკან ხდებოდა და არავინ ჩამახედებდა.
თუკი კიწმარიშვილის საქმეში თვითმკვლელობა გამოირიცხა, როგორც ექსპერტი, მუშაობას რა ვერსიაზე დაიწყებ?
რაღაც ფიქრები და კითხვის ნიშნები არის.
ზეწოლა რომ იყოს მაინც დაწერ?
რატომ დავწერ, რა ძალა მადგას? გამოვალ და ვიტყვი, ის პირობები არაა სადაც უნდა ვიმუშაო მეთქი... მორჩა და გათავდა"-ამბობს ,,ქართულ სიტყვასთან" ინტერვიუში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.