ტელეწამყვანმა ნათია მიქიაშვილმა ცოტა ხნის წინ „facebook“-ის საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დააინტრიგა.
„პრეზიდენტს მეც კი ვიცნობ მაგრამ ამდენ ფრიენდებში ერთი კეთილისმსურველი, მრჩეველი, ან ვინმე ზოგადაააად ადამიანი არ ჰყაააააავს?????? თუ ჰყავს ვინმე შემომეხმიანეთ, „ინბოქსში“ ვიდეოს ჩაგიგდებთ (ცხადია ქალიშვილის სიმღერას არა) და თუ ეს კაცი სულ უპატრონოდაა, მიხედეთ ვინმემ, ტეხავს!!! თან მაგრად!!! ტფუიიიიი.. პ.ს.ვიდეოებს არ ვდებ ამ აბსოლუტურ სიმახინჯეს ტირაჯირება რომ არ გავუკეთო“, - წერდა ტელეწამყვანი.
სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ მის ტექსტს.
„ქსოვის კადრებს თუ გვთავაზობ, ნანახი გვაქვს, კმარა !!! (ისე მაინც გამოუშვი)“, - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.
„არა გოგო, ქსოვას ვინ ჩივის, ქსოვოს კაცო...დადებს ვიღაც მართლა ისეთი ავადმყოფობაა. არ მინდა თანამონაწილე ვიყო გავრცელების გოგოებო... მართლა იმ სიმახინჯის ტირაჯირება არ მინდა, თორემ დავდებდი. ორსულადაა გოგო და არ მინდა ვანერვიულო“, - წერდა მიქიაშვილი.
მიქიაშვილის სტატუსს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა. როგორც ჩანს, მას უკვე ჰქონდა ნანახი ვიდეოები. როგორც ჟორჟოლიანმა კომენტარებში აღნიშნა, ვიდეობი შოკი იყო მისთვის და მარგველაშვილი „პოტენციური ბედუკაძეა“, რასაც მიქიაშვილიც დაეთანხმა.