ქობულეთში ბებიას 4 წლის მძინარე შვილიშვილი ტაქსიში დარჩა. გუშინ შუადღის საათებში ბებიამ და შვილიშვილმა ქობულეთში ტაქსი გააჩერეს და მანქანის უკანა სალონში ჩასხდნენ. დანიშნულების ადგილზე მისვლისას ბებია ტაქსიდან გადმოვიდა, ხოლო ჩაძინებული ბიჭი ტაქსიში დატოვა.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ბებიამ საპატრულო პოლიციას მიმართა და ეკიპაჟს ავტომობილის აღწერილობა გადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციამ ავტომობილი ბათუმი-სარფის გზაზე მალევე იპოვა და გააჩერა: "მძღოლმა არ იცოდა, რომ ავტომობილში ბავშვს ეძინა. საპატრულო პოლიციამ ბავშვი ბებიას ჩააბარა", - განაცხადეს შსს-ში.