ალასანია თავდაცვიდან ტაშით გააცილეს-„დროებით, ჩვენი შეხვედრა დარწმუნებული ვარ ყველა ვარიანტში შედგება“...(ვიდეო)


ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელბს დაემშვიდოება. ყოფილმა მინისტრმა ყოფილ თანამშრომლებს თანამშრომლობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ალასანიას თქმით „ეს არ არის ისეთი დამშვიდობება, რომლის დროსაც იმედი არაა, რომ მომავალში საზოგადოებრივ და საჯარო სარბიელზე მუშაობას აღარ გავარგძელებთ“... ალასანიას განცხადებითვე ის ამაყობს რომ ეს უწყება არაპოლიტიკური გახდა.
მთავარია საზოგადოება დარჩეს შეკრულად და ჯარმა იგრძნოს, რომ ასეთი რყევები მას არ ეხება-განაცხადა ალასანიამ "ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი რამე ერთად წამოვიწყეთ და გავაკეთეთ, რაღაცეები ბოლომდე მივიყვანე და მე, ამაყი ვარ პირველ რიგში, იმით, ასეთ სამხედროებთან და ასეთ კოლექტივთან გავატარე დრო. მოვიდა დამშვიდობების დრო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი დამშვიდობება, რომ მომავალში საზოგადოებრივ სარბიელზე, თუ საჯარო სარბიელზე, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, მე, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რითიც ვამაყობ ეს არის ის, რომ ეს უწყება გახდა არაპოლიტიკური. მე დღესაც მინდა ვთქვა, რომ ის რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, არ უნდა შეეხოს შეიარაღებულ ძალებს და არ უნდა შეეხოს სისტემის ფუნქციონირებას. ჩვენ მაშინ ვართ ძლიერები, როდესაც ასეთი რყევები არ ეხება ინსტიტუტს,




 ასეთი ქვეყანა გვინდა, რომ გვქონდეს. მინდა მადლიერების გრძნობით და დიდი მომავალი იმედებით დაგემშვიდობოთ დღეს. ჩვენი ქვეყანა ყველანაირ ძნელბედობას, დარწმუნებული ვარ გადაიტანს. მთავარია, რომ საზოგადოება დავრჩეთ შეკრულად და ჯარმა იგრძნოს, რომ ასეთი რყევები მას არ ეხება. ჯარმა და შეიარაღებულმა ძალებმა იგრძნოს, რომ საზოგადოება მათ გვერდზე დგას და იმედი აქვს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების. მე არ გამოვყოფ ასევე სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლებს, როგორც არასამხედროებს, თქვენც აბსოლუტურად იგივე რეჟიმით მუშაობთ, მუშაობდით და იმუშავებთ მომავალშიც. თქვენ ძალიან კარგად გქონდათ გააზრებული დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურმა და ქვეყანამ ჩვენ დაგვაკისრა. პირადად მინდა გითხრათ ერთი რამ, ყველას სათითაოდ გთვლით არა მხოლოდ თანამშრომლებლად, თანამებრძოლებლად, არამედ მეგობრებად და ეს მეგობრობა ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება თითოეულ ჩვენთაგანს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ისეთი საქმეები ერთად გავაკეთეთ და მომავალი თანამშრომლობის იმედით დაგემშვიდობებით. ასე რომ დროებით, ჩვენი შეხვედრა დარწმუნებული ვარ შედგება და ჩემი და ჩემი გუნდის იმედი ყოველთვის გქონდეთ, რომელიც იქნება სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროს და ჯარის ინტერესებზე. ასე რომ, არავითარ შემთხვევში არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები და საქართველოსთვის ბრძოლას და საქართველოსთვის უკეთესი მომავლისთვის მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩემი გადაწყვეტილებაც ემსახურება იმას, რომ ის გზა, რომელიც ავირჩიეთ ერთად ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდ შეფერხდეს და ინსტიტუტის გამართულად მუშაობა არის მთავარი საფუძველი ამის. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე", - განაცხადა ალასანიამ.