პეტრე მამრაძე: მინდა, ვთქვა ის, რაც არ თქვა ალასანიამ და ამით წააგო



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„მინდა, ვთქვა ის, რაც არ თქვა ალასანიამ და ამით წააგო. პროკურატურაზე რომ თქვა, საგარეო კურსს ებრძვისო, საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ პროკურატურა მოწმესაც კი ვერ იბარებს დაკითხვაზე ისე, თუ ღარიბაშვილს არ შეუთანხმა.  ასეთი მოარული ხმა არსებობს, ყოველი შემთხვევისთვის.


რამდენი საქმეა, რომლითაც არ დაინტერესდა პროკურატურა. გაიხსენეთ ტრაქტორების საქმე, რომელიც პროკურატურის მიერ იყო დავალებული და რეალურად არაფერი იყო გამოსაძიებელი. როცა უსუფაშვილი ამბობს - ახია ჩვენზე, ორი წლის მერეც რომ ფარულ მოსმენებზე გვიწევს საუბარიო,  არამარტო ეს არის ახი!  კოალიცია ეკლექტური იყო და ერთმანეთს, როგორც პოლიტიკურ კონკურენტებს, ისე უყურებდნენ. არ აერთიანებთ მათ საერთო ფასეულობები.  როცა ამბობენ, რომ ალასანიას საქმე ისე ვერ დასრულდებოდა, როგორც ტრაქტორების საქმე, მაშინ ის საქმე  რატომ დასრულდა ასე?

სად იყო ალასანია მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი დაჭერებზე მორატორიუმს  აცხადებდა? რამდენი ასეთი მოქმედება იყო, რომლებზეც არ ისაუბრა ალასანიამ მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამით წააგო", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.