„ნიჭიერის“ მონაწილემ გოჩა ჭაბუკაიძემ სიმღერა მონატრებულ ქალიშვილს მიუძღვნა.
როგორც ირკვევა თამუნა ჭაბუკაიძე „ბრავოსა“ და „ნიჭიერში“ ცეკვავდა.
ახლა თამარი 25 წლისაა და მეუღლესთან, გიორგი დავითაშვილთან და შვილთან ერთად სამი წელია ტულუზაში ცხოვრობს. გიორგი კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის შვილიშვილია.
„შოუს გასვლამდე მამას არ უთქვამს სიმღერა თუ მე მომიძღვნა. ფრაზა რომ გავიგე – „ჩემი შვილი მენატრება და მინდა სცენიდან მივაწვდინო ხმაო“, ისტერიკული ტირილი ამიტყდა, ხელ-ფეხი გამეყინა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკვე მშობელი ვარ, თავი ისევ პატარა „მამას თამუნიად“ ვიგრძენი. დავრეკე, მაგრამ მამას ვერ დაველაპარაკე, ჩემი მეუღლე უყვებოდა, თუ რა მდგომარეობაში ჩამაგდო მისმა გამოსვლამ, რომელმაც თვალწინ ლამაზი ბავშვობა ჩამიტარა. მამამ სიმღერაში გული და სული ჩააქსოვა. ის ამ ასაკშიც მიმტკიცებს, რომ მუდმივარ შეიძლება რაღაცის სწავლა.
საფრანგეთში სიყვარულმა ჩამომიყვანა. ჩემი მეუღლე ცხრა წელია აქ ცხოვრობს. აქ ვმუშაობ როგორც მსახიობი და ქორეოგრაფი. ერთი სული მაქვს საქართველოში დავბრუნდე. ბედნიერი ვარ, რომ ამ მონატრებამ და სიშორემ მამას ის გამბედაობა მისცა, რომ „ნიჭიერში“ გამოსულიყო. იმ ადამიანს კი, რომელიც ტელევიზიას დაუკავშირდა და ჩემთან დაკავშირება სთხოვა, მინდა მადლობა გადავუხადო.“ - ამბობს „PrimeTimenews“