Posted by backround.ge on 10 Апрель 2015 г.
უკრაინიდან დეპორტირების შემდეგ ლავას ოღლი თურქეთში გადავიდა, თუმცა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირწმუნებიან, მან საქართველოში შსს-ს მაღალჩინოსნის ნებართვით შემოაღწია, რასაც ქვეყნის ძალოვანი უწყება არ ადასტურებს.
რაც შეეხება მინდია გორაძის გავლენას ბათუმში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან რამაზ
დევაძეს ქალაქში "სპორტსმენ კრიმინალთა" ჯგუფის შექმნა დაავალა.
გახდა თუ არა ბათუმი საქართველოში "ქურდული სამყაროს" ცენტრი, ამ კითხვაზე პასუხი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვინ გპასუხობთ. თუ ხელისუფლებას კითხავთ, ისინი უარყოფენ, ხოლო თუ "ნაციონალურ მოძრაობას" დაუსვამთ იგივე შეკითხვას, გიპასუხებენ, რომ ქვეყნის ზღვისპირა ქალაქში კრიმინალები და პოლიციის წარმომადგენლები შეხმატკბილებულები არიან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიიდან ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ყველზე ხმაურიანი განცხადებებით გივი თარგამაძე გამოირჩევა, რომელიც სწორედ მის განცხადებებს უკავშირებს ბათუმში ორი ავტომობილის გადაწვის ფაქტს. თარგამაძე მიიჩნევს, რომ ქურდული სამყარო ჯავრს მის მეგობრებზე იყრის, რაც მისთვის გამაფრთხილებელი მესიჯია.
ბოლო ინფორმაციით, ლავას ოღლი ამჟამად თურქეთში იმყოფება, რაც შეეხება უკრაინას, მას იქ ჩასვლა 2017 წლამდე აკრძალული აქვს.