თინა მახარაძე მამაკაცების "კალთიდან კალთაში გადადის"

"რუსთავი 2"-ის ეთერში "ბრავოს" მორიგი ტური გაიმართა. ერთმანეთს მიხეილ გოლდმანი და თამუნა შავერდაშვილი დაუპირისპირდნენ. მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში თამუნა შავერდაშვილს ვიხილავთ, რომლის ლობისტებიც გიორგი ყიფშიძე და ნინო გაჩეჩილაძე არიან. მიხეილ გოლდმანის ლობისტები კი აჩიკო სოლოღშვილი და გვანცა დარასელია იყვნენ. 

მიხეილ გოლდმანს წამყვანი თინა მახარაძეც გულშემატკივრობდა. ერთ-ერთი ნომრის შემდეგ თინა მახარაძე გოლდმანის მუხლებზე მოკალათდა, ცოტა მოგვიანებით კი აჩიკო სოლოღაშვილის კალთაში გადაინაცვლა და თავადვე აღნიშნა: "ყველა სიკეთესთან ერთად, ახლა ჩემზე იმასაც იტყვიან, კალთიდან კალთაში გადადისო".