"ქრონიკის" წამყვანი ნინო ჭანტურაია ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს და სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქვეყნებს სტატუსს, რომელშიც განმარტავს, რომ ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ეთერში მომღიმარი სახით დაბრუნებას "სულ სხვა მიზეზი აქვს".
Facebook/ ნინო ჭანტურაია:
"გულწრფელად ვუსამძიმრებ ბ-ნ კახა ბენდუქიძის ოჯახს. სამძიმარი ტელეკომპანიის სახელით "ქრონიკაში" საჯაროდაც გამოვხატე, თუმცა ერთ-ერთ გამოშვებაში ამ სამწუხარო ინფორმაციის შემდეგ ჩემი რეაქცია გახდა განსჯის საგანი, არადა ეს გამოწვეული იყო სულ სხვა მიზეზით. ამ უყურადღებობის გამო ვგრძნობ უხერხულობას და ბოდიშს ვუხდი ყველას და მათაც, ვინც ღიმილს სხვა დატვირთვა მისცა.
კიდევ ერთხელ გულწრფელად ვწუხვარ...", - წერს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეკა ხერხეულიძე და გოგა ხაჩიძე Facebook-ზე აზიარებენ ფრაგმენტს ტელეკომპანია "იმედის" 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან, რომელშიც ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა, ტელეწამყვანი ეთერში მომღიმარი სახით ბრუნდება.
აღნიშნული ფაქტის გამო ეკა ხერხეულიძემ ტელეკომპანია "იმედს" ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.