ქართული შოუბიზნესი რომ ძალიან ცუდ დღეშია, ამაზე უკვე დიდი ხანია, საუბრობენ. სამწუხაროდ ხელისუფლების შეცვლამაც ჯერჯერობით ვერ უშველა ქართულ ესტრადას. ბევრი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ძალიან იჩაგრებიან. არადა თითქმის ყველა მეორე ქართველი კარგად მღერის.
ერთადერთი კონკურსი, სადაც ჩვენი სათქმელი ჯერჯერობით ვერ ვთქვით, ''ევროვიზიაა''. თუმცა ოპტიმისტები იმედს არ ვკარგავთ და გვჯერა, რომ ეს კონკურსი ოდესმე საქართველოშიც ჩატარდება.
ჩვენდა საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსის არსებობის ისტორიაში უკვე სამჯერ გაიმარჯვა საქართველოს წარმომადგენელმა იურლამაში ''ახალ ტალღაზე''. მათ შორის იყო დუეტი ''ჯორჯია''. მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა რუსეთში კარიერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შემდეგ უარი თქვეს. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ერთდ მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს.
ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ დუეტი დაიშალა, თუმცა ჭორი არც ერთხელ არ დადასტურდა. მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო დროს მათ შორის ურთიერთობა მართლაც დაიძაბა. მათი ერთობლივი სტუდია დაიშალა და მაკამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გააკეთოს ახალი ბავშვების სტუდია, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. რატი კი წლებია, ამერიკაში აპირებს წასვლას და კარიერის გაგრძელებას. თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.
ბოლო დროს მაკამ იმიჯი შეიცვალა. მის ფოტოებს სულ უფრო ბევრი იწონებს და აღნიშნავს, რომ მაკა წლების მატებასთან ერთად სულ უფრო ლამაზდება.
როგორც ჩანს, მაკა ახალი პროექტისთვის ემზადება. სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა, მეგობრები. ''ყველაზე სექსუალური გოგო ხარო'' წერენ მაკას მეგობრები, მის ''ფეისბუქის'' გვერდზე.
სალომე დადიანი