„ბევრად ახლოს უნდა იყო კონტაქტში და თვალებში უნდა ჩახედო ვიქტორიას“...
„ძალიან ბევრი შეგეშალა, უფრო მეტი ვარჯიში გჭირდება, უფრო მეტი ენერგია“, - დასძინა მან. მოდელის ცეკვით ჟიურის სხვა წევრებიც უკმაყოფილონი იყვნენ, ერთადერთი ვინც ეს საერთო უკმაყოფილება გააპროტესტა მურატ ილდიმირი გახლდათ.
„პარტნიორთან დაკავშირებით არის რაღაც პრობლემა, თორემ ვიქტორიას ცეცხლი და შარმი არ აკლია. პარტნიორია დამნაშავე“, - განაცხადა მოდელით მოხიბლულმა სტუმარმა და სცენაზე ვიქტორიასთან „გაიჭრა“.
მერე მოდელს ხელი ჩასჭიდა და კონკურსანტის პარტნიორს შემდეგი რჩევა -დარიგება მისცა.„ რაღაც ძალიან შორს დგახარ პარტნიორისგან, როცა შეეხები მას, ბევრად ახლოს უნდა იყო კონტაქტში და თვალებში უნდა ჩახედო ვიქტორიას... აი ასე“ .