მას შემდეგ, რაც ''მარაო რუსთავი 2''-ზე ნიკა გრიგოლიას გადაცემა ''ერთგულების ტესტი''გავიდა, ალბათ, ყველა პოპულარული მამაკაცი ცოლს უკვე ეჭვის თვალით უყურებს. ფიქრობს, ნიკა გრიგოლიას გუნდს ხომ არ გაურიგდნენ და მის მახეში გაბმას ხომ არ გეგმავენ. თუმცა როგორც ტელეწამყვანთან საუბარში გაირკვა, არც ცოლები უნდა იყვნენ მშვიდად და არ უნდა იფიქრონ, რომ ერთგულების ტესტს არ ჩაუტარებენ.
- თავიდან, როდესაც პოპულარულ ადამიანებს ერთგულების ტესტს ვუტარებდით, დასკვნებს მე თვითონ ვაკეთებდი და ვამბობდი, ჩააბარა თუ არა გამოცდა. მერე აღმოჩნდა, რომ მაყურებელი ჩემგან განსხვავებულად ფიქრობდა და სულაც არ მიაჩნდათ, რომ ტესტი წარმატებით ჩააბარეს. ზოგი წერდა, თვალი გაექცაო, ზოგიც ამბობდა, დროულად რომ არ მისულიყავით, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდაო. ამიტომ ახლა ჩემს დასკვნებს აღარ ვამბობ. მაყუ-რებელმა თავად განსაჯოს, გაიარა თუ არა მახეში გაბმულმა ერთგულების ტესტი. რაც ამ გადაცემაზე ვმუშაობ, მხოლოდ ლევან ჯავახიშვილი მიხვდა, რომ მახეში ვაბამდით. ლევანმა გამშიფრა. უკვე დიდი ხანია, ტელევიზიაში მუშაობს. არასტანდარტული სიტუაცია დახვდა და კამერების ძებნა დაიწყო. ისე დავმალე, არ მეგონა, ვინმე თუ დაინახავდა, მაგრამ ლევანმა დაინახა.
- გოგონებს, რომლებმაც ცნობილი მამაკაცები უნდა აცდუნონ, შენ არჩევ?
- გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი ერთად ვარჩევთ. გარდა იმისა, რომ გოგონას კარგი გარეგნობა უნდა ჰქონდეს, საჭიროა, მამაკაცს თავბრუ დაახვიოს. მართალია, გადაცემას ''ერთგულების ტესტი'' ჰქვია, მაგრამ ჩვენი მიზანი არაა, რომ ქმარმა ცოლს უღალატოს. მთავარია, ისეთ სიტუაციაში მოვაქციოთ, სადაც დარწმუნებული იქნება, რომ არავინ უყურებს. და საინტერესოა, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში. სრულიად უარყოფს გოგონას თუ პროვოკაციაზე წამოვა.
- რატომ უტარებთ ტესტს მხოლოდ ქმრებს? ცოლებისთვის ერთგულების ტესტის ჩატარებაზე არ გიფიქრიათ?
- თუ ქმარი დაგვიკავშირდება და გვეტყვის, რომ ცოლისთვის ტესტის ჩატარება უნდა, რასაკვირველია, დავთანხმდები.
- ანუ თქვენ არ ირჩევთ ''მსხვერპლს''? ცოლები გიკავშირდებიან?
- ჯერჯერობით ასე იყო, მხოლოდ ცოლები გვიკავშირდებოდნენ. ჩვენც ვთავაზობთ მეგობრებს, ქმრებს ტესტი ჩაუტარონ და გვთანხმდებიან.
- ყოფილა შემთხვევა, რომ უთხოვიათ, რაიმე კადრი ეთერში არ გასუ-ლიყო?
- თამამად შემიძლია გითხრათ, ჯერ არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმეს ეთხოვოს, რაიმე კადრი არ გაუშვათო. შესაძლებელია, ოდესმე ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები დავითანხმო და მაყურებელმა ყველაფერი ნახოს.
- თავად როგორ ჩააბარებდი ერთგულების ტესტს?
- ამ კითხვაზე ისე გიპასუხებთ, როგორც ყველა კაცი - თავისუფლად ჩავაბარებდი, ანუ ერთგული დავრჩებოდი. ვიცი, რომ ჩემი გადაცემის ''გველის წიწილები''ჩასაფრებულები არიან. ასი თვალით და ასი ყურით ვიყურები, მაგრამ ჩამიტარონ, მაგის დედაც ვატირე, რა პრო-ბლემაა. ჯერჯერობით ერთგულების ტესტებს კამერების გარეშე ვაბარებ.
- სულ ლამაზი გოგონების გარემოცვაში ხარ და მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?
- ვაღიარებ, რომ ძალიან ლამაზი გოგონების გარემოცვაში ვარ, მაგრამ მე მყავს სუპერგოგო, რომელსაც ეჭვიანობა არ სჩვევია. თუ საქმე ეჭვიანობამდე მივიდა, ის ურთიერთობა დიდხანს აღარ გაძლებს. თუ დრო აქვს, გადაღებებს ესწრება. ერთხელ ღამე წავიყვანე და მეორე დღეს სიცხე ჰქონდა. ისიც ძალიან დაკავებულია. სტუდენტია, იურიდიულზე სწავლობს.
- ერთად უკვე რამდენი ხანია ხართ?
- სამი წელია და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად.
- ბავშვის გაჩენას არ გეგმავთ?
- აქამდე იმის დრო და სურვილი არ გვქონდა, რომ ბავშვი გვყოლოდა. ვფიქრობ, როდესაც დარწმუნდები, რომ ახალი სიცოცხლის გაჩენის და მოვლის პასუხისმგებლობა შეიძლება აიღო, მშობელი მაშინ უნდა გახდე. აქამდე ჩვენ გართობა და არ მომწონს. ჰაი კლასის ბოდიბილდერები, რომლებსაც ვერც ვიგებ, კუნთები საიდან უჩნდებათ, არ მომწონს. არც ვიცი, ამ სპორტით დაკავება რამდენად არის ჯანსაღი წესით ცხოვრება. ვიცი, რომ ათლეტები, რომლებიც ბოდიბილდერობით არიან დაკავებული, პროტეინებს დიდი რაოდენობით იღებენ, რომ კუნთები დაებეროთ.
- გაქვს ყოფილ მეუღლესთან, ია უძილაურთან ურთიერთობა?
- მხოლოდ შვილის გამო. ვნერვიულობ, რომ ვერ ვახერხებ, ნიკოსთან იმ-დენი დრო გავატარო, რამდენიც მინდა. ხანდახან, როცა დრო მაქვს, მის სკოლაში ავირბენ ხოლმე. ყოფილ ცოლთან კი არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, აღარ ვმეგობრობთ. მეგობრები რომ ვიყოთ, ერთად ვიქნებოდით კიდეც.
- ია ბოდიბილდერია, მოგწონს მისი ამჟამინდელი საქმიანობა?
- დარწმუნებული ვარ, ისიც არ ინტერესდება ჩემი საქმიანობით, არც მე ვინტერესდები, რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება. მგონია, რომ ეს ჩემი საქმე არაა.
- მოგწონს ბოდიბილდინგი?
- არასდროს ვყოფილვარ გატაცებული ბოდიბილდერობით და არც ბოდიბილდერების გულშემატკივარი ვყოფილვარ, თუმცა სპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობა მომწონს. სიმართლე რომ გითხრა, იას არც ერთი გამოსვლა არ მინახავს.
- დაკუნთული ქალები მოგწონს?
- როდესაც ქალი ან კაცი ბუნებივ სახეს კარგავს, გულწრფელად გეტყვით, არ მომწონს. ჰაი კლასის ბოდიბილდერები, რომლებსაც ვერც ვიგებ, კუნთები საიდან უჩნდებათ, არ მომწონს. არც ვიცი, ამ სპორტით დაკავება რამდენად არის ჯანსაღი წესით ცხოვრება. ვიცი, რომ ათლეტები, რომლებიც ბოდიბილდერობით არიან დაკავებული, პროტეინებს დიდი რაოდენობით იღებენ, რომ კუნთები დაებეროთ.
- ე.ი. არ მოგინდება, რომ შენი შვილი ბოდიბილდერი იყოს?
- ჩემს შვილს თუ მოუნდება, შეუძლია იყოს კოსმონავტი, ბოდიბილდერი ან ნებისმიერი სხვა პროფესია აირჩიოს. აბსოლუტურად ყველაფერში დავუდგები გვერდით. გოგო რომ მყავდეს და ათლეტობის სურვილი გაუჩნდეს, ყველა შეჯიბრებაზე ვივლი. შეიძლება ვუთხრა, მირჩევნია, მოტოსპორტში გნახო, ან ალპინიზმში, ან ავტოსპორტში, მაგრამ შენს არჩევანში არ ჩავერევი-მეთქი. ბუნებრივია, ყველას სპორტის ერთი და იგივე სახეობა არ მოეწონება, მაგრამ არჩევანს ყოველთვის ჩემს შვილს დავუტოვებ. რასაც ის მოინდომებს, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი