კამათის შემდეგ ჩინელმა გოგონამ შეყვარებული სახლიდან გააგდო და ოთახში ჩაიკეტა. როგორც ჩანს, ბიჭი მიუხვდა განზრახვას და ქვედა სართულზე მეზობელთან ჩავიდა. სწორედ ამ დროს გადმოხტა გოგონა ფანჯრიდან, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობა ჩაეშალა - შეყვარებულმა მისი დაჭერა მოახერხა.